პოკერიდან წასული ფედორ ჰოლცი კიდევ ერთ ჰაი როლერ ტურნირს იგებს

23 წლის გერმანელი მოთამაშის, შეიძლება ითქვას - პოკერის ფენომენის - ფედორ ჰოლცის წარმოუდგენელი აპსვინგი გრძელდება. პროფესიონალური პოკერიდან წასულმა ჰოლცმა, EPT Barcelona €50.000 Super High Roller-ზე თამაშის ცდუნებას ვერ გაუძლო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, €1.3 მილიონი ევროთი პირველი ადგილისთვის. დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ ტურნირებიდან მიღებულმა მოგებამ, $12 მილიონი დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც გერმანელმა მოთამაშემ პროფესიონალური პოკერიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

სიმართლე რომ ითქვას, ფედორ ჰოლცი დიდი პოკერიდან არასდროს წასულა, როგორც ამას უამრავი მედია საშუალება იუწყებოდა. 2016 წლის WSOP-ის 7 კვირიანი მარათონის შემდეგ, თამაშით დაღლილმა ჰოლცმა მხოლოდ ის თქვა, რომ პოკერს გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას დაუთმობს. პერიოდულად დიდი ტურნირების თამაში და რეგულარული გრაინდინგი კი ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჰოლცის თქმით, მას, პოკერთან შედარებით სოციალურად უფრო აქტიურ და გახსნილ სფეროში უნდა ბედის ცდა. თუმცა, კონკრეტული საქმიანობა, რაშიც გერმანელ მოთამაშეს ძალების მოსინჯვა სურს, ჯერ ცნობილი არ არის. 23 წლის ასაკისთვის ასეთი გაურკვევლობა სრულიად გასაგებია. ფედორ ჰოლცს შეუძლია გახდეს, როგორც რომელიმე დიდი კორპორაციის მენჯერი, ასევე რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის რიგითი თანამშრომელი და მსოფლიოს გადასარჩენად იბრძოლოს, მაგრამ ამ მომენტისთვის ფაქტია, რომ მისი ცოდნითა და გონებრივი შესაძლებლობებით, პოკერი საუკეთესო არჩევანია. 

ტურნირზე, რომლის ბაი-ინიც €50.000 ევროს შეადგენდა, 102 მოთამაშე დარეგისტრირდა. ივენთის მესამე დღეს კი, მაგიდასთან, მხოლოდ 9 მათგანი დარჩა. ფედორ ჰოლცს სულ რაღაც 5 საათი დასჭირდა იმისთვის, რომ კიდევ ერთი ჰაი როლერ ტურნირის გამარჯვებული გამხდარიყო. ჰოლცის გარდა, ფინალური მაგიდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე ერიკ საიდელი იყო, რომელიც მართალია მე-9 ადგილზე გავიდა, მაგრამ ჰოლცის მსგავსად საოცრად წარმატებულ სატურნირო სეზონს ატარებს. 

რუმები

ქართული უცხოური