სორელ მიცის PokerStars-ზე ბანი დაადეს

ჰაი სტეიკს პოკერის ერთ-ერთ გამორჩეულ და ხმაურიან ვარსკვლავს, სორელ მიცის, PokerStars-ზე ბანი დაადეს. ლეგენდარულ გრაინდერს, მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი, ე.წ. VPN-ის გამოყენებაში და ამერიკის ტერიტორიიდან საიტზე შესვლაში ადანაშაულებს. სორელ მიცი არ მალავს იმ ფაქტს, რომ ამერიკის იმ ლოკაციიდან, რომელზეც PokerStars-ს წვდომა შეზღუდული აქვს, მართლაც შედიოდა პოკერ-რუმზე 2015 წლის WCOOP-ის სათამაშოდ. 

"PokerStars-ზე თამაშს უკვე რამდენიმე წელია ვერ ვახერხებ. ბევრი მეთოდი ვცადე საიტზე შესასვლელად, მაგრამ სამწუხაროდ გამშიფრეს" - ამბობს მიცი ერთ-ერთ ვიდეო პოდკასტში. გარდა აკრძალული ლოკაციიდან შესვლისა, სორელ მიცის სხვისი ექაუნთით თამაშშიც სდებენ ბრალს. 

უნდა ითქვას, რომ სორელ მიცისთვის ბანის მიცემა პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე წლის წინ მსგავს ფაქტს კვლავ ჰქონდა ადგილი, როდესაც მიცის მულტი-ექაუნთინგის გამო დაუბლოკეს IP მისამართი. რამდენიმე ნიკის გამოყენება მსოფლიოს უამრავ პოკერ-რუმზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა, რომელიც უმკაცრესად ისჯება. 

PokerStars-ის გარდა, 2007 წელს სორელ მიცი FullTiltPoker-ზეც დაბლოკეს. მაშინდელი ბანის მიზეზი საკმაოდ უცნაური შემთხვევა გახდა: მიციმ ერთ-ერთი მოთამაშის ექაუნთი იყიდა, რომელიც $1 მილიონიან გარანტირებულ ტურნირზე საკმაოდ ღრმად იყო შესული. ექაუნთის ყიდვის შემდეგ, მიციმ, ტურნირის მოგება შეძლო, მაგრამ FullTiltPoker-ის ადმინისტრაციამ მალევე გამოარკვია მისი უკანონო ქმედება და მოგებული ფულის კონფისკაცია მოახდინა. 

რუმები

ქართული უცხოური