მარსელ ლუსკი PokerStars-ს უჩივის
ვეტერანი ჰოლანდიელი გემბლერი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში PokerStars-ს წარმოადგენდა, ყოფილ სპონსორს სასამართლოში უპირისპირდება.
ლუსკი უკვე დიდი ხანია, რაც პოკერის საერთაშორისო წესების შემოღების აქტიურ მხარდამჭერად გამოდის. მისი აზრით, ყოველი კაზინოს მიერ ჩატარებულ ტურნირზე ინდივიდუალური წესების შემოღება პოკერის დამახინჯებას და საოჯახო თამაშად გადაქცევას იწვევდა. სწორედ ასეთი მრავალფეროვნების შეცვლისა და პოკერის საერთაშორისო წესების დანერგვის მიზნით, მარსელ ლუსკმა, მეგობარ მოთამაშესთან, მიშელ ლოსთან ერთად, 2007 წელს The Federation Internationale de Poker Association ჩამოაყალიბა.
63 წლის მოთამაშის განცხადებით, PokerStars-ში მისი მოღვაწეობის პერიოდში, კომპანიასა და მას შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ერთგვარი შეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც PokerStars-ის ეგიდით გამართულ ნებისმიერ ლაივ ტურნირზე The Federation Internationale de Poker Association-ის მიერ შემუშავებული წესები იმოქმედებდა. ამ ყველაფრისთვის კი, ლუსკი, წლიურად $25.000 დოლარს მიიღებდა.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს, მარსელ ლუსკს PokerStars-თან დადებული კონტრაქტი დაუმთავრდა, კომპანიამ მისთვის წლიური გასამრჯელოს გადახდა შეწყვიტა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, PokerStars-მა ლუსკისა და The Federation Internationale de Poker Association-ის მიერ მიღებულ წესებზე საავტორო უფლებები უკანონოდ მიითვისა. იურიდიულად, პოკერის საერთაშორისო წესების საავტორო უფლებები არავის კუთვნილება არ ყოფილა, მაგრამ ლუსკის განცადებით, იმ ინდუსტრიაში, სადაც მილიონდოლარიანი შეთანხმებები ხელის ჩამორთმევითა და სიტყვიერი პირობის საფუძველზე ხდება, მსგავსი პრობლემა არ უნდა გაჩენილიყო.
ჰოლანდიელი მოთამაშე PokerStars-ს რამდენიმე მიმართულებით უჩივის: პირადი მორალური ზიანი, აფიორა, პარტნიორის ფინანსური სარგებლიდან ჩამოშორება დამიღებული შეთანხმების დარღვევა.





