ბათუმში გემბლინგ ფორუმი Casino Forum Batumi ჩატარდება

სათამაშო ბიზნესის სიახლეების თვალის მისადევნებლად აუცილებელია სპეციალურ ღონისძიებებზე დასწრება, ერთ ერთი ასეთი ღონისძიებაა Casino Forum Batumi რომელიც აჭარის დედაქალქში 18 აგვისტოს ჩატარდება. კონფერენცია/გამოფენის ორგანიზატორია კომპანია Smile-Expo რომელიც უკვე მესამედ ატარებს მსგავს ფორუმს საქართველოში და განაგრძობს ინდუსტრიის განვითარებას მთელს მსოფლიოში.

თუ თქვენ გაინტერესებთ პასუხები ისეთ შეკითხვებზე:

  • როგორ გავხსნათ სამორინე საქართველოში?
  • როგორ მივიღოთ სათამაშო ბიზნესის ლიცენზია აჭარაში?
  • როგორ მოიზიდოთ მეტი კლიენტი
  • როგორ გახადოთ საკუთარი ბრენდი ცნობადი და მოახდნოთ მონეტიზაცია?
  • რა თავისებურებები და სიძნელეები ახლავს თან ონლაინ სათამაშო პლატფორმის შექმნის პროცესს?
  • რა სახის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება საკუთარი სათამაშო ბრენდის რეკლამირებისას?
  • ღირს თუ არა ინვესტირება ბათუმის სათამაშო ზონაში?

Casino Forum Batumi -ის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება განიხილოს ზემოთაღნიშნული საკითხები როგორც სპიკერებთან ასევე ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. ცოდნა, კონტაქტები და მომავალი განვითარების გეგმები - ეს ყველაზე მთავარია რასაც ამ კონფერენციისგან მიიღებთ.

კონფერენციაზე სპიკერები იქნებიან სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლები:

  • თეონა შიუკაშვილი - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი, ისაუბრებს აზარტული ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.
  • ზაქარია ხითარიშვილი - Flash Design Studio მფლობელი, გაგვიზიარებს ონლაინ სათამაშო პლატფორმის შექმნის საიდუმლოებებს.
  • სოფია კარაპეტიანი - მარკეტოლოგი Hilton Batumi, გაგვაცნობს სათამაშო სახლის განვითრების ეფექტურ მეთოდებს.
  • ვსევოლოდ შერბაკოვი - აღმასრულებელი დირექტორი Most Creative Agency, ისაუბრებს მარკეტინგული კამპანიის თავისებურებებზე სამორინეებისთვის. 
  • ევგენი მიშინი - CEO Holographic Technologies, გაგვიმხელს ჰოლოგრაფიული ტექნოლოგიების მეშვეობით სათამაშო ბიზნესის მონეტიზაციის საიდუმლოებებს.
  • ჰელმუთ ვედე - მენეჯერი Casinos Austria International, მოგვიყვება როგორ შევქმნათ წარმატებული სათამაშო პროდუქტი და გავყიდოთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
  • თიმ რედერი - გენერალური დირექტორი Cubits, აგვიხსნის როგორ დაეხმარება ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ნებისმიერ სამორინეს.

18 აგვისტოს გელით Casino Forum Batumi. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: http://batumicasinoforum.com/en/buy-ticket.

მართალია ჩვენი აუდიტორია ძირითადად მოთამაშეებისგან შედგება, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლით მხარში დავუდგეთ ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც ქართული სათამაშო ბიზნესის გაუმჯობესკებისკენ იქნება მიმართული, სწორედ ამიტომ geo.poker - ი ინფორმაციულ მხარდაჭერას გაუწევს ამ გამოფენა კონფერენციას.

 

რუმები

ქართული უცხოური