ფილ ჰელმუტი HBO-ს სერიალში ითამაშებს

ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი და გაუწონასწორებელი მოთამაშე, რომელსაც თანამედროვე პოკერში შეხვდებით - ფილ ჰელმუტია. მოგების გარდა, WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელს, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რეპორტიორებთან ურთიერთობა და კამერის წინ პოზირება რომ უყვარს, ამას არც თავად მალავს. როგორც Poker Brat-ის ტვიტერიდან ხდება ცნობილი, ის, კოლეგასთან - ბრენდონ კანტუსთან ერთად, HBO-ს ახალი სერიალის, Billions-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ითამაშებს. 

Billions, სატელევიზიო სივრცეში, პირველად, მიმდინარე წლის იანვარში გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. შოუს მთავარი გმირი ნიუ იორკელი პროკურორია, რომელიც ფინანსურ მაქინაციებთან და სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმეშია ჩართული. ვიკიპედიის ინფორმაციით, სერიალის სიუჟეტი აღებულია პოკერის რეალური ანტიგმირის, პრიტ ბარარას ცხოვრებიდან - ადამიანი, რომელმაც 2011 წლის 15 აპრილს FullTiltPoker-ისა და PokerStars-ის დახურვა და შემდგომში დიდი არეულობის გამოწვევა შეძლო. 

სერიალში მთავა როლებს დემიან ლუისი, პოლ ჯიამატი და მალინ აკერმანი (სურათზე ფილ ჰელმუტთან ერთად) ასრულებენ. პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოთამაშის ფართომასშტაბიან პროექტში ნახვა, მეორე სეზონში იქნება შესაძლებელი. სატელევიზიო შოუს სულისჩამდგმელები დევიდ ლევინი და ბრაიან კოპელმანი არიან. თუ საქმე პოკერის თემატიკაზე მიდგა, კოპელმანი შეუდარებელია - მან უკვე მოახერხა საკუთარი წვლილის შეტანა ლეგენდარულ დრამაში Rounders, სადაც მთავარ როლებს მეტ დეიმონი, ედვარდ ნორტონი და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ. 

რუმები

ქართული უცხოური