€1.000.000 Big One for One Drop - ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი მონტე კარლოში ბრუნდება

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი, რომლის ბაი-ინი წარსულში $1.000.000 დოლარს შეადგენდა, მონტე კარლოს კაზინოში, სრულიად ახლებური კონცეფციით ბრუნდება. ივენთის მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თითოეული ბაი-ინიდან, გარკვეული თანხა იმ ქვეყნებს მოხმარდებათ, რომლებიც სასმელი წყლის ძლიერ დეფიციტს განიცდიან. წლევანდელი ღონისძიება, რომლის ბაი-ინი €1.000.000 ევროს შეადგენს, 13-17 ოქტომბერს გაიმართება და მასზე დასწრება მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

მილიონდოლარიანი ტურნირის გამარჯვებულები უკვე გახდნენ ანტონიო ესფანდიარი და დენ კოლმანი, $18.346.000 და $15.306.000 დოლარიანი საპრიზო ანაზღაურებით. პირველი ადგილისთვის დაწესებული მსგავსი თანხა, WSOP-ის არცერთ ღონისძიებას არ ახსოვს. ყველაზე დიდი ანაზღაურება, რომელიც WSOP-ის პირველი ადგილისთვის გაუცია, 2006 წლის მეინ ივენთი იყო, როდესაც ჯეიმი გოლდმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და $12.000.000 დოლარის მოგება მოახერხა. 

როგორც PokerNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში One Drop-ის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელმა, პოკერის მოყვარულმა მოთამაშემ, გი ლალიბერტემ განაცხადა, პროფესიონალი მოთამაშეები, ივენთზე, მხოლოდ სტუმრის სტატუსით იქნებიან დაშვებულნი: "როცა ტურნირისა და ფონდის ორგანიზატორებმა პირველი ორი ივენთი გავაანალიზეთ, მივხვდით, რომ რაღაც ახალი უნდა გაგვეკეთებინა. 2012 წლის ივენთზე პროფესიონალებისა და მოყვარულების რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო. 2014 წელს პროფესიონალთა რაოდენობა ბევრად გაიზარდა. ზოგიერთი მოთამაშე ცნობილი ბიზნესმენის მიერ იყო დასპონსორებული. ვფიქრობთ, რომ ასეთი დინამიკა უნდა შევცვალოთ. როცა რამდენიმე ცნობილ ბიზნესმენს დავუკავშირდით და ტურნირში მონაწილეობა შევთავაზეთ, პროფესიონალი მოთამაშეებით დატვირთულ ფილდზე ყველამ უარი განაცხადა. პირველი ამოცანა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი მოთამაშის და შესაბამისად მეტი ფულის მოზიდვაა, რომელიც ფონდში დაგროვილ თანხაზე აისახება. ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უამრავი ბიზნესმენია თანახმა, მაგრამ ამ ადამიანებს გართობა უნდათ და არა პროფესიონალი გრაინდერების წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ბრძოლის მოწყობა."

როგორც ლალიბერტე ამბობს, პროფესიონალ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ საიდ ივენთებსა და ქეშ-გეიმებზე ითამაშონ. ასევე, სურვილის შემთხვევაში, ბიზნესმენებს უფლება ექნებათ პროფესიონალი მოთამაშეები მწვრთნელებად აიყვანონ და მათგან რჩევები მიიღონ. "მთავარი გზავნილი, რაც ბიზნესმენებისგან და ქველმოქმედი ადამიანებისგან მივიღე, ის იყო, რომ მათ უბრალოდ შანსიც კი არ აქვთ პოკერის მოთამაშეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაში ჩართვა ყველას უნდა, მაგრამ ფულის გადაყრას და ჰაი სტეიკს გრაინდერებისთვის საპრიზო ფონდის შექმნას არავინ აპირებს. ამ მომენტისთვის, მსგავსი ღონისძიების შეთავაზება არავის შეუძლია - მილიონიანი ტურნირი, რომელზეც მხოლოდ მოყვარული მოთამაშეები რეგისტრირდებიან. ჩვენ მშვიდად, სახალისო გარემოში შეგვეძლება თამაში, რთული მათემატიკური გათვლებისა და ჩახლართული სტრატეგიების გარეშე."

რუმები

ქართული უცხოური