WSOP 2016: ჯეისონ მერსიერი ქორწინდება; დაგ პოლკი და რაიან ფი წყვილების სამაჯურს იგებენ
დაგ პოლკმა და რაიან ფიმ 34 წლის განმავლობაში შეჩერებული ტრადიცია გააგრძელეს და WSOP-ის გუნდურ ჩემპიონატში ოქროს სამაჯური მოიგეს. $1.000 დოლარიანი ივენთი, რომელიც ტეხასურ ულიმიტო ჰოლდემს მოიცავდა, წყვილები რეგისტრირდებოდნენ. თითოეული წყვილიდან, მოთამაშეებს, ნებისმიერ დროს შეეძლოთ თამაშში ჩართვა. პირობა ერთადერთი იყო: დარიგებაში მონაწილეობა ორივე მოთამაშეს უნდა მიეღო, თუნდაც ერთი რაუნდის განმავლობაში.
WSOP-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ივენთი 1982 წელს ჩატარდა. მაშინდელ შეჯიბრს Mixed Doubles ერქვა და მასში მონაწილეობას მამაკაცებისგან და ქალბატონებისგან შედგენილი წყვილები ღებულობდნენ. ულიმიტო ჰოლდემის ნაცვლად, 1982 წელს გამართულ ჩემპიონატზე სევენ-ქარდ სტადი ითამაშებოდა. ტურნირის მოგების შემდეგ, პოლკმა და ფიმ გულახდილად განაცხადეს, რომ ტურნირზე მხოლოდ თავიანთი ახალი საიტის upswingpoker-ის გასახმაურებლად დარეგისტრირდნენ, მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით უფრო სერიოზულად აღიქვამდნენ ივენთის მნიშვნელობას. წყვილმა $153.358 დოლარი მოიგო. რაიან ფისთვის, ეს, პირველი, ხოლო დაგ პოლკისთვის - მეორე სამაჯურია. პირველი სამაჯური, პოლკმა, ორი წლის წინ, ულიმიტო ჰოლდემის ტურბო ივენთზე მოიგო.
ჯეისონ მერსიერის მეგობარმა ქალმა, ნატაშა ბარბორმა, $5.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე 3-ე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, ბარბორს ამჯერადაც არ მიეცა სამაჯურების რაოდენობით შეყვარებულის შედეგთან მიახლოება. თუმცა, ოქროს სამაჯურის ნაცვლად, ბრილიანტის ბეჭედი მიიღო, მაგრამ არა WSOP-ის სტაფისგან. ჯეისონ მერსიერმა, როგორც ტრადიცია მოითხოვს, მუხლებზე დამდგარმა ითხოვა მეგობარი ქალის ხელი.
ჯეისონ მერსიერს არნახულად წარმატებული ზაფხული აქვს. 2 ოქროს სამაჯურისა და ტურნირების ანაზღაურების გარდა, საიდ ბეთების წყალობით, ამერიკელმა პროფესიონალმა უკვე რამდენიმე მილიონის გამომუშავება შეძლო. ნატაშა ბარბორისთვის კი, $5.000 დოლარიანი ივენთის მე-3 ადგილი კარიერაში საუკეთესო იყო, $348.374 დოლარიანი ანაზღაურებით. მისმა საერთო მოგებამ, უკვე, $1 მილიონ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ საქმროს $17 მილიონამდე დასაწევად კიდევ დიდი გზა დარჩა გასავლელი.