Poker Players' Championship-ის გამარჯვებული კვლავ ბრაიან რასტი გახდა

ბრაიან რასტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - $50.000 დოლარიანი Poker Players' Championship-ის ფინალურ ჰედს-აპზე, რასტმა, ჯასტინ ბონომო დაამარცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირის გამარჯვებული მეორედ გახდა. რასტი მეორე მოთამაშეა, ვინც მსგავსი წარმატების მიღწევა შეძლო. მაიკლ მიზრაქი, რომელმაც აღნიშნული ტიტული ორჯერ მოიპოვა, წლევანდელ ტურნირზე მე-4 ადგილი დაიკავა, $380.000 დოლარით. 

ერიკ ვასერმანის მესამე ადგილიდან გავარდნის შემდეგ, რომელსაც $545.772 დოლარი შეხვდა, ბრაიან რასტი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპის მოთამაშე, ჯასტინ ბონომო, 4-1 ჩიპლიდით, რასტს გამარჯვების შანსებს კატასტროფულად უმცირებდა. ტურნირის მოგების გარდა, ბრაიან რასტის ფენომენალურ თამაშზე, მსგავსი სიტუაციის შემობრუნებაც მეტყველებს. ფინალური ჰედს-აპი სამსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. გადამწყვეტი დარიგება, რასტმა, ფულ ჰაუსით მოიგო, ბონომოს A ჰაი სტრეიტის წინააღმდეგ. მეორე ადგილზე გასულმა ჯასტინ ბონომომ $801.048, ხოლო გამარჯვებულმა $1.296.097 დოლარი მიიღეს. წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურნირზე მოპოვებული ოქროს სამაჯური, ბრაიან რასტისთვის, რიგით მესამეა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრაიან რასტის სატურნირო მოგებები $18 მილიონ დოლარს ასცდა, თავად მოთამაშე საკუთარ თავს ქეშ-გეიმერს უწოდებს. "ძალიან ბევრ პოკერს ვთამაშობ, უმეტესწილად მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებს. ხალხი ტურნირების გამო მიცნობს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ასე არ არის. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ასეთი ლიმიტის ქეშ-გეიმებზე თამაში ბევრს ამბობს პროფესიონალ მოთამაშეზე. ტურნირებზე თამაში იღბალსაც მოითხოვს. მე საკმაოდ გამიმართლა მსგავსი მასშტაბის ტურნირებზე რომ წარმატებას მივაღწიე. საკმაოდ ბევრი ძალიან ძლიერი მოთამაშე შემხვდა, რომლებსაც ჩემნაირად არ გაუღიმა ბედმა" - განაცხადა ბრაიან რასტმა ტურნირის მოგების შემდეგ. 

რუმები

ქართული უცხოური