რატომ არ ჩანს WSOP 2016-ზე ფილ გალფონდი?

კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული WSOP-ის შემდეგ, ყველა მოუთმენლად ელოდა თუ როგორ ითამაშებდა 2016 წლის ზაფხულის სერიებზე ფილ გალფონდი. კეთდებოდა უამრავი პროგნოზი და ვარაუდი იმის შესახებ, ექნებოდა თუ არა მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ ქეშ-გეიმერს ოქროს სამაჯურებზე გაკეთებული სანაძლეოები? გალფონდმა უკვე მოიპოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თამაშების რეგულარის სტატუსი. WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურითა და ტურნირებზე მოგებული $2.3. მილიონი დოლარით, გალფონდის სატურნირო კარიერაში ეჭვი არავის შეპარვია. მიმდინარე სერიების დაწყების შემდეგ, თითქმის ყოველ ივენთზე ელოდნენ მის გამოჩენას, თუმცა, ჰაი სტეიკს გრაინდერი ამ დრომდე თავს იკავებს სატურნირო პოკერისგან. 

როგორც ირკვევა, გალფონდი კვლავ ქეშ-გეიმებზეა გადართული. შარშან, PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გალფონდი ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით მკვეთრად ნეგატიურ შეფასებას აკეთებდა: "ქეშ-გეიმებზე მოგება კიდევ უფრო გართულდა და ეს ყოველწლიურად კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება." როგორც ჩანს, ონლაინ გრაინდინგის შემდეგ, გალფონდმა სასურველ თამაშს Aria-ში მიაგნო, სადაც პრივატულ პოკერ-რუმებში მდიდარი ბიზნესმენებისა და პროფესიონალი მოთამაშეების მონაწილეობით გრანდიოზული თამაშები ეწყობა. ჟურნალისტებთან საუბრისას, გალფონდმა 8-game big bet mix ახსენა, რომელიც ტრადიციული 8-გეიმსისგან იმით განსხვავდება, რომ 8 თამაშის ნებისმიერი სახეობა ულიმიტო ან პოტ-ლიმიტ სახით მიმდინარეობს. 

გალფონდის თქმით, Aria-ში გამართული თამაშების მინიმალური ბაი-ინი $100.000 დოლარია. მოთამაშეების არჩევანის მიხედვით, ბლაინდები $300/$600-დან $500/$1.000-მდე მერყეობს. "ეს კვირა არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ მთლიანობაში წლევანდელი წელი ძალიან ნაყოფიერია, - ამბობს გალფონდი, - WSOP-ისგან თავს სწორედ ქეშ-გეიმების გამო ვიკავებ. მოტივაციაში არ არის იმდენი პრობლემა, რამდენადაც კონცენტრაციაში. ახლა მთლიანად ვარ გადართული ქეშ-გეიმებზე და თუ ტურნირების თამაშსაც დავიწყებ, შესაძლოა ყურადღების სწორად განაწილება ვერ შევძლო. ამიტომაც ისევ Aria-ში დარჩენას ვამჯობინებ. თუმცა, აუცილებლად ვაპირებ $25.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთისა და $50.000 დოლარიანი Poker Players' Championship-ის თამაშს."

 

რუმები

ქართული უცხოური