მსოფლიო პოკერის გასული 7 დღე

გასული კვირა, 2016 წლის WSOP-ის გარდა, უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენით იყო დატვირთული. პირველ რიგში აღნიშვნას იმსახურებს კაზინო Aria-ში დანერგილი სიახლე, რომელიც ლაივ თამაშების მოყვარულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. Aria, გარდა დიდი დარბაზებისა, ცნობილია VIP პოკერ-რუმებით, სადაც უდიდესი ქეშ-გეიმები იმართება, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების მონაწილეობით. ლას ვეგასში დრო სწრაფად გადის -  ქალაქში მოსასწრები, სანახავი, გასაკეთებელი უამრავი რამაა. სათამაშო მაგიდაზე თავისუფალი ადგილის ლოდინს კი ზედმეტი დრო მიაქვს, რაც ვეგასში დიდ ცოდვად ითვლება. ამიტომაც საკმარისია კაზინოს ადმინისტრაციას საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი დაუტოვოთ, რომელზეც თავისუფალი სათამაშო ადგილის გამოჩენისთანავე დაგიკავშირდებიან. რაც ყველაზე მთავარია, Aria-ში შესაძლებელია სპეციალური ტაბლეტის გამოყენება, რომლის დახმარებითაც შეძლებთ საკუთარ ნომერში ტემპერატურისა და ოთახის განათების რეგულირებას, ტელევიზორის გამოყენებას, აბაზანის მომზადებასაც კი. პოკერ-რუმში კი, ტაბლეტის გამოყენებით შესაძლებელია თქვენთვის სასურველი კერძის არათუ შეკვეთა, არამედ თქვენი რეცეპტით მომზადებაც კი. ფაქტია, რომ მსოფლიო აზარტის დედაქალაქში იციან თუ როგორ გაუფრთხილდნენ კაზინოების მომხმარებლებსა და გემბლერებს. როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურული სიახლეები, თუნდაც ასეთი მარტივი, სხვა სპორტების გარდა, პოკერშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

რაც შეეხება ონლაინ პოკერში მიმდინარე მოვლენებს: კვირის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ჯენს კილონენი იყო, რომელმაც სულ რაღაც 796 დარიგებაში $96.000 დოლარის მოგება შეძლო. ასევე ერთ-ერთი დიდი გამარჯვებული ალექს მილარი იყო, რომელმაც ერთ დარიგებაში $78.924 დოლარის მოგება მოახერხა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დარიგებები ულიმიტო ტეხასურ ჰოლდემში ხდება: $100/$200 მაგიდაზე, ონლაინ პოკერის ამომავალი ვარსკვლავის, wilhasha-ს $500 დოლარიანი რეიზის შემდეგ, მილარმა $KQ-ით $2.000-მდე გაზარდა. 6T5 ფლოპის შემდეგ, მილარმა $2.600-მდე გაზარდა, რაზეც T9-ით შეიარაღებულმა wilhasha-მ $6.300 დოლარიანი რირეიზით უპასუხა. მაგიდაზე უკვე $16.600 დოლარი იყო შეგროვებული. თერნზე დადებულ K-ს მილარის ჩექი და wilhasha-ს $5.500 დოლარიანი ბეთი მოჰყვა. რივერზე 3 დაიდო, რაც რეალურ სიტუაციას უცვლელს ტოვებდა, მაგრამ მოწინააღმდეგეებს რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებდა. ალექს მილარმა ოლინის გაკეთება გადაწყვიტა, რაც მოწინააღმდეგეს $25.685 დოლარი უჯდებოდა. wilhasha-მ ფლოპზე მიღებული საუკეთესო ხელის იმედად ქოლი გააკეთა, რამაც მილარს დღის უდიდესი დარიგება მოაგებინა. 

რა თქმა უნდა, გასული დღეების მნიშვნელოვანი სიახლეები მიმდინარე WSOP-ის მოვლენების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ერთ-ერთი დიდი კითხვა, რომელსაც 42-ე ივენთის მაყურებლები სვამდნენ, მარია ჰოსა და სტივენ ჩედვიკს ეხებოდა, რომლებმაც $3.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის შუთაუთ ტურნირზე ფინალურ მაგიდაზე მოხვედრა შეძლეს. წარმატებული კარიერის მიუხედავად, არცერთ მათგანს WSOP-ის ოქროს სამაჯური არ მოუგია. ეს ივენთი კი ასეთი "შეცდომის" გამოსწორების საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ყველაფერი მათთვის წარუმატებლად დასრულდა, რამდენადაც ტურნირის გამარჯვებული ახალგაზრდა ინგლისელი მოთამაშე, ფილიპ მაკკალისტერი გახდა, $267.720 დოლარით პირველი ადგილისთვის. ჩედვიკმა 10-ე, მარია ჰომ კი მე-4 ადგილები დაიკავეს. 22 წლის ბრიტანელმა უკვე მოასწრო პოკერის ინტერნეტ სივრცის დაპყრობა: მისი კარიერული მოგება უკვე $2 მილიონ დოლარს ცდება. "რა თქმა უნდა, პოკერში მთავარი ფულის მოგებაა, - თქვა ტურნირის შემდეგ მაკალისტერმა, - მაგრამ ოქროს სამაჯურიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ყოფილა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სამაჯური ძალიან მნიშვნელოვანია."

 

რუმები

ქართული უცხოური