WSOP 2016: ადრიან მატეოსის მე-2 სამაჯური; მაიკლ გეთი ნახევარ მილიონზე მეტს იგებს
მიმდინარე სერიებზე, ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება 21 წლის ესპანელ მოთამაშეს, ადრიან მატეოსს ეთმობა. სერიების დაწყებამდე უამრავი პროგნოზი კეთდებოდა იმის შესახებ, თუ ვინ დაგვამახსოვრებდა თავს წლევანდელ WSOP-ზე? ჯეისონ მერსიერთან ერთად, როგორც ამას პოკერის მოყვარულები ვარაუდობდნენ, ადრიან მატეოსმაც გაიბრწყინა. 2013 წელს, მან, ევროპული WSOP-ის მეინ ივენთი, 2015-ში კი EPT Grand Final მეინ ივენთი მოიგო. პარასკევს ესპანელმა $1.500 დოლარიანი Summer Solstice-ის ივენთი მოიგო, რომელზეც 1.940 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. ტურნირი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის უკანასკნელი დღის ძირითადი ნაწილი ჰედს-აპს დაეთმო. ფინალური ჰედს-აპი, მატეოსმა, ანდერდოგის სტატუსით დაიწყო, მაგრამ გაორმაგებისა და ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ, თამაშის გაკონტროლება შეძლო და კორეი ალდემირს მეორე პოზიციაზე მიუჩინა ადგილი. ადრიან მატეოსმა, ოქროს სამაჯურთან ერთად, $409.171 დოლარი მიიღო. "მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამაჯური გაცილებით მასშტაბურ ტურნირზე მოვიგე, ლას ვეგასში WSOP-ის ივენთის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მოთამაშის კარიერაში" - თქვა გამარჯვების შემდეგ ესპანელმა.
ადრიან მატეოსის გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე, კიდევ ერთმა ევროპელმა დაიპყრო მსოფლიო გემბლინგის დედაქალაქი - მაიკლ გეთიმ $5.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის 6-მაქს ივენთი მოიგო, $560.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ბაი-ინის ზრდის პარალელურად, რა თქმა უნდა, მოთამაშეთა რაოდენობაც მცირდება. ამ შემთხვევაში, გეთი, 540 მოთამაშეს დაუპირისპირდა. ბელგიელ მოთამაშეს უკვე ჰქონდა WSOP-ის 2 ოქროს სამაჯური. ფინალური ჰედს-აპი, ასევე, საკმაოდ ევროპული აღმოჩნდა: გეთიმ ფრანგი ადრიან ალანი დაამარცხა, რომელმაც მეორე ადგილისთვის $346.632 დოლარი მიიღო. გადამწყვეტი დარიგება მასშტაბური აღმოჩნდა - მოთამაშეებს, ბლაინდებთან შედარებით, საკმაო სტეკები ჰქონდათ იმისთვის, რომ თამაში მშვიდ გარემოში, რთული და ჩახლართული ბეთინგით გაეგრძელებინათ. ნაცვლად ამისა, ყველაფერი ასე განვითარდა: ბატონზე მყოფმა ალანმა 8
6
-ით გაზარდა, K
J
-ით შეიარაღებულმა გეთიმ კი 3-ბეთით უპასუხა. ალანის ქოლის შემდეგ, მაგიდაზე A
7
3
დაიდო. გეთის ბეთს, ალანის ქოლი მოჰყვა. თერნზე დადებული K
გეთის რეალურ ხელსა და ჩექის საშუალებას აძლევდა. მოწინააღმდეგისგან აგრესიის შესუსტების შემდეგ, ალანმა 800.000 ჩიპით რეიზი გააკეთა, რასაც ბელგიელისგან ქოლი მოჰყვა. როგორც WSOP-ის ოფიციალური საიტი იტყობინება, რივერზე დადებული J
-ის შემდეგ, გეთიმ კიდევ ერთხელ ითამაშა ჩექი. სავარაუდოდ, ფრანგმა, მოწინააღმდეგესთანაც დაუსრულებელი ფლეშ დრო ივარაუდა, რის გამოც 4.09 მილიონიანი სტეკი მაგიდაზე შეიტანა. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ გეთიმ ქოლით უპასუხა და მესამე სამაჯურის მოგება შეძლო.





