დიდი ცვლილებები Global Poker Index-ში
Global Poker Index (GPI) ყოველ კვირას აქვეყნებს პოკერის მოთამაშეთა ვრცელ რეიტინგს, რომელიც შედგენილია მათი უკანასკნელი 6 ნახევარწლიანი პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით. როგორც მოსალოდნელი იყო, WSOP-ის დაწყება და პოკერის საზაფხულო ციებ-ცხელება, GPI-ის რეიტინგში, დიდ არეულობასა და ცვლილებებს გამოიწვევდა. ასეც მოხდა: პირველ ადგილზე მცირე პერიოდით შეჩერების შემდეგ, არი ენგელმა ლიდერბორდის სათავე დატოვა და მისი ადგილი ფედორ ჰოლცმა დაიკავა. ჰოლცმა პირველი ათეულის სათავეში მოხვედრა მას შემდეგ მოახერხა, რაც $300.000 დოლარიანი სუპერ ჰაიროლერის მეორე ადგილისა და $25.000 დოლარიანი Aria High Roller-ის მოგების შეძლო.
GPI-ის ათეული შტურმით აიღო ჯეისონ მერსიერმა, რომელმაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჯერ 310-ე პოზიციიდან 96-ზე გადაინაცვლა, ხოლო შემდეგ ათეულში შესვლა და მე-8 ადგილის დაკავება შეძლო. უკანასკნელი მონაცემებით, ის, GPI-ის ათეულში მე-2 ადგილს იკავებს. მიმდინარე ზაფხულის სერიებზე, ჯეისონ მერსიერის ანგარიშზე 2 ოქროს სამაჯური, 1 მეორე ადგილი და 1 მე-8 პოზიცია ირიცხება. მსგავსი რეზულტატი კი, მას, WSOP-ის წლის მოთამაშის მთავარ ნომინანტად აქცევს. სტივ ო'დუაიერის 22 კვირიან დიდებას კი ბოლო მოეღო. ის ჯერ ფედორ ჰოლცმა ჩამოაქვეითა, ამჟამად კი ის GPI-ის პირველ ათეულში მე-4 პოზიციაზეა.
Global Poker Index-ის უკანასკნელი კვირის ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
| ადგილი | მოთამაშე | ცვლილება |
| 1 | ფედორ ჰოლცი | - |
| 2 | ჯეისონ მერსიერი | +2 |
| 3 | ანტონი ზინო | -1 |
| 4 | სტივ ო'დუაიერი | -1 |
| 5 | ბრინ კენი | - |
| 6 | ნიკ პეტრანგელო | +1 |
| 7 | დომინიკ ნიცშე | -1 |
| 8 | ტომ მარჩესი | - |
| 9 | დევიდ პიტერსი | +2 |
| 10 | ერიკ საიდელი | -1 |





