WSOP 2016: იან ჯონსის მეორე სამაჯური; სეზარ გარსია $2.000 NL ჰოლდემის გამარჯვებულია
კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც ჯეისონ მერსიერის შედეგი გაიმეორა და მიმდინარე პოკერის სერიებზე 2 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო, იან ჯონსია. მან ჯერ $1.500 დოლარიანი H.O.R.S.E. ივენთი მოიგო, რომელზეც 778 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული, გუშინ კი $10.000 დოლარიანი ლიმიტირებული ჰოლდემის ტურნირის გამარჯვებული გახდა, $290.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ჯონსის მიმდინარე ზაფხულის საერთო მოგებამ ნახევარ მილიონ დოლარს გადააჭარბა. იან ჯონსი ამერიკელი პროფესიონალი ქეშ-გეიმერია, რომლის ანგარიშზეც უკვე WSOP-ის 3 სამაჯური იწერება. "ეს წარმოუდგენელია, ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, - თქვა გამარჯვების შემდეგ ჯონსმა, - ტურნირებს ხშირად არც კი ვთამაშობ, მაგრამ ლიმიტირებული ჰოლდემი ძალიან მიყვარს. ამ თამაშში გამუდმებით გიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ლიმიტირებული ჰოლდემის გაუმჯობესებას. ულიმიტო ჰოლდემისგან განსხვავებით, ამ თამაშში მოქმედებების გაცილებით დიდი არეალი გაქვს." იან ჯონსის ფინალურმა მეტოქემ, შონ ბერიოსმა, მეორე ადგილისთვის $180.000 დოლარი მიიღო.
2016 წლის WSOP-ის 23-ე ივენთის გამარჯვებული სეზარ გარსია გახდა, რომელსაც, ტურნირის მეოთხე დღეს დაბრუნებულ 27 მოთამაშესთან ერთად, საკმაოდ რთული და დამღლელი გზის გავლა მოუხდა. ორი მოთამაშე, რომელმაც ერთმანეთის წინააღმდეგ სამაჯურისთვის ბრძოლა გამართეს, სეზარ გარსია და ვილიან პეტლეშკოვი იყვნენ. წყვილმა 76 დარიგება ითამაშა. ფინალური მაგიდა პეტლეშკოვის ჩიპლიდით დაიწყო. ის 8.7 მილიონ ჩიპს ფლობდა, გარსიას 5.4 მილიონი ჩიპის წინააღმდეგ. პეტლეშკოვის დაუსრულებელი ფლეშ დროს შემდეგ, გარსიამ სტეკის გაორმაგება მოახერხა, რის შემდეგაც სულ რაღაც 19 დარიგება დასჭირდა მეტოქის საბოლოოდ დასამარცხებლად და $447.739 დოლარის მოსაგებად.





