WSOP 2016: კელვინ ლი 6-მაქსის ჩემპიონია; ბენი გლეიზერის მეორე სამაჯური;
2016 წლის WSOP-ის 21-ე ივენთის, $3.000 დოლარიანი 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის გამარჯვებული 28 წლის კელვინ ლი გახდა, რომელმაც კარიერაში უდიდესი თანხა, $531.577 დოლარი მოიგო. ნახევარი მილიონი დოლარის გარდა, ოქროს სამაჯურის ახალ მფლობელს იმითაც შეუძლია იამაყოს, რომ მან 1.029 მოთამაშეს შორის საუკეთესო თამაში აჩვენა და ყველაზე იღბლიანიც აღმოჩნდა. "წარმოუდგენელი შეგრძნებაა, - ამბობს ლი, - ადრენალინის მოზღვავებას ყოველ ნათამაშებ დარიგებაზე ვგრძნობდი. როგორც ამბობენ, პოკერში რიგით მეორე საუკეთესო გრძნობა წაგებაა. ვეცადე, რომ ტურნირის ყოველი მომენტისგან სიამოვნება მიმეღო."
3 დღიან ტურნირს, მოთამაშეების სიმრავლის გამო, კიდევ ერთი სათამაშო დღე დაემატა, რომელსაც მხოლოდ ფინალურმა ხუთეულმა მიაღწია. ჩიპლიდერის სტატუსს ვილ გივენსი ფლობდა, რაც პროფესიონალ მოთამაშეს მეორე ოქროს სამაჯურის მოგების შანსს აძლევდა. თუმცა, მარტინ კოზლოვის გაგდების შემდეგ, Q
Q
-ით შეიარაღებული კელვინ ლისა და ვილ გივენსის დაპირისპირების შემდეგ, რომელიც J
J
-ით ყველაზე ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, მომავალმა ჩემპიონმა სტეკის გაუმჯობესება და ჩიპლიდერის ბოლო ადგილებზე გადასროლა მოახერხა. გივენსმა, შემცირებული სტეკის გამო, დიდხანს თამაში ვეღარ შეძლო. მას ფეხდაფეხ მიჰყვა მარკ ჰერმი. გადამწყვეტ დაპირისპირებაში, ერთმანეთის წინააღმდეგ კელვინ ლი და სტივენ ტომფსონი აღმოჩდნენ. ჰედს-აპი 55 დარიგება გაგრძელდა. გადამწყვეტ ხელში, 7
5
2
ფლოპზე, ტომფსონის მინიმალური ბეთის შემდეგ, ლიმ რისკიანი ნაბიჯი გადადგა და Q
7
-ით ოლინი გააკეთა, რასაც ტომფსონისგან 8
7
-ის იმედად, არანაკლებ რისკიანი ქოლი მოჰყვა. თერნზე და რივერზე დადებული 5
და 4
სიტუაციას უცვლელს ტოვებდა, რაც კელვინ ლის გამარჯვებასა და პირველ ოქროს სამაჯურს ნიშნავდა.
27 ბრიტანელი პროფესიონალისთვის, წლევანდელი ზაფხულიც წარმატებულად დაიწყო. შარშან, ბენი გლეიზერმა $1.500 დოლარიანი 2-7 ტრიპლ დრო ივენთის მოგება შეძლო, წელს კი მან $1.500 დოლარიანი ომაჰა ჰაი-ლოუს ტურნირი მოიგო, $244.103 დოლარით პირველი ადგილისთვის. მისი წლევანდელი $10.000 დოლარიანი 2-7 ივენთი წარუმატებლად დასრულდა, მიუხედავად ხანგრძლივი ჩიპლიდისა. მაგრამ როგორც ჩანს, ბრიტანელი მოთამაშე ომაჰა ჰაი-ლოუს დათმობას არ აპირებდა. ტურნირის უდიდესი სტეკის მოპოვების შემდეგ, გლეიზერმა, ჩიპლიდერის სტატუსის შენარჩუნება უკანასკნელი მოთამაშის გავარდნამდე მოახერხა. დარეგისტრირებული 934 მოთამაშიდან, გლეიზერის ფინალური მეტოქე სტაჟიანი მოთამაშე, HighStakesDB-ის ბლოგერი - ბენჯამინ გოლდი აღმოჩნდა. ფინალური მაგიდის უკანასკნელი 5 მოთამაშე თავად გლეიზერმა გამოთიშა ტურნირს. ჰედს-აპის დასაწყისში, გლეიზერის სტეკი, გოლდისას, 20-ჯერ აღემატებოდა. ადვილი მისახვედრია, რომ მისთვის გამარჯვების მოპოვება რთული არ ყოფილა. მეორე ადგილზე გასულ ბენჯამინ გოლდს $151.000 დოლარი შეხვდა.





