ჯეისონ მერსიერი კიდევ ერთ WSOP-ის სამაჯურს იგებს

2016 წლის ზაფხული ფლორიდელი მოთამაში საუკეთესო აღმოჩნდა. ჯეისონ მერსიერმა ჯერ $10.000 დოლარიანი 2-7 ლოუბოლის ივენთი მოიგო, შემდეგ $10.000 დოლარიანი რაზის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ამჯერად $10.000 H.O.R.S.E.-ის ივენთის მოგება შეძლო. მხოლოდ ტურნირებიდან მიღებული თანხით, მისი ერთკვირიანი შემოსავალი $1.000.000 დოლარს მიუახლოვდა. საიდ ბეთების წყალობით კი, მერსიერს, გაცილებით დიდი თანხები აქვს მოგებული, ვიდრე ამას WSOP-ის ტურნირები სთავაზობდნენ. რაც მთავარია, მერსიერი ვანესა სელბსტის წინააღმდეგ დადებულ სანაძლეოს ფინალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა - $1.8 მილიონი დოლარის მოსაგებად, მას მხოლოდ ერთი ოქროს სამაჯურიღა სჭირდება. WSOP-ის ივენთები კი მრავლადაა დარჩენილი. 

მერსიერს, ტურნირის მოსაგებად, ძალიან მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა. 171 მოთამაშეს შორის, მან ჯერ ფინალურ მაგიდაზე, შემდეგ კი ფინალურ ჰედს-აპს მიაღწია, რომელიც 2.3 მილიონიანი სტეკით დაიწყო, ჯეიმს ობსტის 6.2 მილიონის წინააღმდეგ. ორთაბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, მერსიერს, მილიონზე ნაკლები ჩიპი ჰქონდა და თითქოს ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა, მაგრამ 'პოკერსტარსის' ერთ-ერთმა სახემ წარმოუდგენელი 'ქამბექის' გაკეთება შეძლო. გადამწყვეტ დარიგებაში, როგორც WSOP-ის ოფიციალური საიტი იუწყება, მერსიერმა 23-ით A-დან 5-მდე სტრეიტის გაკეთება შეძლო, რამაც მე-6 სამაჯურის მოგების საშუალება მისცა. 

ამ გამარჯვებისთვის, ჯეისონ მერსიერმა $422.874, ხოლო ჯეიმს ობსტმა $261.354 დოლარი მიიღეს. მერსიერის ტურნირებიდან მიღებული შემოსავალი უკვე გადაცდა $17.000.000 დოლარს. ის, ასევე, WSOP-ის წლის მოთამაშის სტატუსის მთავარი ნომინანტია. 

რუმები

ქართული უცხოური