WSOP 2016: დენი ლი და პოლ ვოლპი სამაჯურებს იგებენ; მერსიერი კვლავ ჩიპლიდერია

როგორც ჩანს, 2016 წლის WSOP-ის მთავარი გმირის სტატუსს კვლავ ჯეისონ მერსიერი ფლობს. მე-5 სამაჯურის მოგების შემდეგ, მან $10.000 დოლარიანი რაზის ივენთზე მეორე ადგილი დაიკავა, 72 საათის შემდეგ კი $10.000 დოლარიან H.O.R.S.E.-ის ტურნირზე, 14 მოთამაშეს შორის, ისევ ჩიპლიდერის სტატუსს ფლობს. მერსიერი პირველი მოთამაშე იქნება, რომელმაც $10.000 დოლარის ღირებულების ტურნირებზე ზედიზედ სამჯერ მოახერხა ფინალურ მაგიდაზე თამაში. მთავარ გმირს, ჩიპების რაოდენობის მიხედვით, ფეხდაფეხ მიჰყვებიან ჯესი მარტინი და ნიკ შულმანი. ივენთის 'ბაბლზე' მაიკ სექსტონი აღმოჩნდა. კრის ფერგიუსონმა კი, წლევანდელი სერიების განმავლობაში, პირველად მოახერხა ფულში შესვლა. ივენთის ლაინაფი საკმაოდ დატვირთული იყო ცნობილი მოთამაშეებით: ჯეისონ სომერვილი, დენიელ ალაი, დევიდ ბენიამინი, ერიკ საიდელი და ა.შ. 

დენი ლის მესამე ქეში WSOP-ის სერიებზე, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა: მან $1.500 დოლარიან ფიქსირებული ლიმიტის ჰოლდემის ივენთზე პირველი ოქროს სამაჯურის მოგება მოახერხა. "როგორც იქნა! სამაჯურის მოგება შევძელი, - თქვა ტურნირის შემდეგ გახარებულმა ლიმ, - ვერ ვიჯერებ, რომ ეს რეალობაა." ლის პირველ სამაჯურს, რომელიც მან 664 მოთამაშეს შორის მოიგო, $188.815 დოლარი მოჰყვა, რაც მოთამაშის კარიერაში საუკეთესო შედეგია. დენი ლიმ, ფინალურ ჰედს-აპზე, სკოტ ფარნსვორთი დაამარცხა. უნდა ითქვას, რომ ფარნსვორთი საკმაოდ კურიოზულ და არც ისე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა: მოთამაშემ მხოლოდ ტურნირის დაწყების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ულიმიტო ჰოლდემის ნაცვლად, მის გარშემო ყველა ლიმიტირებულ ჰოლდემს თამაშობდა. თუმცა იღბლისა და NL ჰოლდემში მიღებული გამოცდილების წყალობით, მან, მე-2 ადგილამდე მიღწევა და $116.663 დოლარის მოგება შეძლო. 

შარშანდელი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, პოლ ვოლპმა კიდევ ერთხელ შეძლო საკუთარი სახელის გამარჯვებულთა სიაში ჩაწერა: უკვე ორი ოქროს სამაჯურის მფლობელმა $1.500 დოლარიანი მიქს-გეიმსის ივენთი მოიგო, $150.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. კარიერული წარმატების გარდა, ვოლპისთვის ეს გამარჯვება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საზაფხულო სერიების დასაწყისში დიდი მოგება, უკვე კარგ სტარტად ითვლება. მაგრამ პოლ ვოლპისნაირი მოთამაშე ერთი ტურნირის მოგებით არასდროს კმაყოფილდება. "პოკერი ჩემთვის შემოსავლის წყაროა, - თქვა ვოლპმა, - ვიცი თუ რამდენად მნიშვნელოვანია WSOP-ის ისტორია, მაგრამ მე აქ ფულის მოსაგებად ვარ მოსული, რადგან სწორედ ამით ვირჩენ თავს." 

რუმები

ქართული უცხოური