WSOP 2016: დევიტი და ბიანქი ოქროს სამაჯურებს იგებენ; Razz-ის ჩიპლიდერი ჯეისონ მერსიერია

ჯეისონ დევიტის პირველი სამაჯური 2010 წლით თარიღდება, როდესაც მან $5.000 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ივენთი მოიგო. სამშაბათ საღამოს კი დევიტს კიდევ ერთხელ გაუღიმა ბედმა - ამჯერად ის Millionaire Maker-ის ივენთის გამარჯვებული გახდა, $1.065.403 დოლარით პირველი ადგილისთვის. "დიდ ტურნირებში პირველი ადგილის მოპოვება საკმაოდ რთულია, - თქვა გამარჯვების შემდეგ ჯეისონ დევიტმა, - მე მხოლოდ ულიმიტო და პოტ-ლიმიტ ივენთებს ვთამაშობ, რომლებზეც მოთამაშეთა დასწრება ძალიან დიდ მაჩვენებელს აღწევს. სწორედ ამიტომ დამჭირდა 5 წელი მეორე სამაჯურის მოსაგებად." ფინალურ ჰედს-აპზე, დევიტმა, გარეტ გრიერი დაამარცხა, რომელმაც მეორე ადგილისთვის ასევე $1.000.000 დოლარი მიიღო. პირველ და მეორე ადგილებს შორის განსხვავება მხოლოდ $65.000 დოლარი იყო, რაც ფინალისტებისთვის განტვირთვისა და ჰედს-აპის ნაკლებად სტრესულ გარემოში თამაშის საშუალებას იძლეოდა. "სამაჯური უკვე მქონდა მოგებული. პირველ და მეორე ადგილებს მხოლოდ $65.000 დოლარი განასხვავებდა. ამიტომაც საკუთარ თავს აგრესიული და თავისუფალი თამაშის უფლება მივეცი."

ჩეის ბიანქის ხანგრძლივი შრომა, როგორც იქნა დაფასდა - ის $1.000 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ივენთის გამარჯვებული გახდა, მის კარიერაში პირველი WSOP-ის სამაჯურითა და $316.920 დოლარით პირველი ადგილისთვის. მას სულ რაღაც 45 დარიგება დასჭირდა ფინალურ ჰედს-აპში ერიკ სილბერმანის დასამარცხებლად, რომელსაც $195.738 დოლარი შეხვდა. უნდა ითქვას, რომ ფინალურ ოთხეულში ყველა ჩეის ბიანქის კარტს ემსხვერპლა: ჩარლზ კარაგერი, რობერტო რომანელო და ერიკ სილბერმანი. რომანელოს ტურნირიდან გამოთიშვა, ბიანქის მხრიდან დიდი განაცხადი იყო. ჩიპლიდის გაუმჯობესებასთან ერთად, მან, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლდემის სპეციალისტი ჩამოიშორა გზიდან. 

პირველი 6 ადგილი ასე გადანაწილდა:

1. ჩეის ბიანქი - $316.920

2. ერიკ სილბერმანი - $195.738

3. რობერტო რომანელო - $142.926

4. ჩარლზ კარაგერი - $105.308

5. პოლ ნუნეზი - $78.301

6. ჯეიმს ალექსანდერი - $58.758

 

ორშაბათს ჯეისონ მერსიერმა კარიერაში მე-4 ოქროს სამაჯურისa და $273.335 დოლარის მოგება მოახერხა. როგორც კულუარებში ამბობენ, საიდ ბეთის წყალობით, მერსიერმა პირველი ადგილისთვის დაწესებულ საპრიზოზე გაცილებით დიდი თანხა, მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. თუმცა, ვანესა სელბსტთან დადებული სანაძლეო კვლავ ძალაშია, რომლის მიხედვითაც ჯეისონ მერსიერმა, მიმდინარე პოკერის სერიებზე, მინიმუმ 3 ოქროს სამაჯურის მოგება უნდა მოახერხოს. როგორც ჩანს, კანადელი პროფესიონალი კიდევ ერთ სამაჯურსა და საიდ ბეთის გაუმჯობესებულ სიტუაციას უახლოვდება: უკვე მეორე დღეა, რაც მერსიერი $10.000 დოლარიანი რაზის ივენთის ჩიპლიდერია. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან ჯეისონ რეისნერი და ბრაიან ჰასტინგსი. 

 

რუმები

ქართული უცხოური