WSOP ომაჰას ჩემპიონი: ვამაყობ, რომ გეი ვარ; ჯეისონ მერსიერის მე-4 სამაჯური;

როგორც ირკვევა, WSOP-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ომაჰას ტურნირის გამარჯვებული, რაიან ლაპლანტე, ოქროს სამაჯურის მოგების შემდეგ სიტყვით გამოსვლასა და გულშემატკივრებისთვის მიმართვას არ გეგმავდა, მაგრამ ორლანდოს გეი კლუბში მოწყობილმა ტერორისტულმა აქტმა, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ომაჰას ჩემპიონს აზრი შეაცვლევინა: "ვამაყობ იმ ფაქტით, რომ 2016 წლის WSOP-ის ომაჰას ივენთის ჩემპიონი ვარ, - თქვა სცენაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად ასულმა ლაპლანტემ, - ასევე ვამაყობ იმით, რომ გეი ვარ!" 

შეგახსენებთ, რომ ლაპლანტემ გამარჯვება 2.483 მოთამაშეს შორის მოიპოვა. პირველი ადგილისთვის მას, ოქროს სამაჯურთან ერთად, $190.000 დოლარზე მეტი გადაეცა. რაიან ლაპლანტე მინესოტას შტატის პატარა ქალაქში იზრდებოდა. როგორც თავად ამბობს, მოზარდობის პერიოდში მასზე გავლენა არცერთ ცნობილ გეი ადამიანს თუ ავტორიტეტს არ მოუხდენია. ქამინგ აუთი, მან, სკოლის პერიოდში გადაწყვიტა: "მე მინდოდა ყველასთან გულახდილი ვყოფილიყავი, - ამბობს ლაპლანტე, - პოკერის მოყვარულთა წრე კი ყველას მიმართ ღია და გახსნილი საზოგადოებაა." როგორც ლაპლანტემ წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა ბევრს მიაღწია ლგბტ თემის უფლებების დაცვაში, თუმცა პრობლემები კიდევ უამრავი მიმართულებით არსებობს. 

მიმდინარე პოკერის სერიების რიგით მე-16 ივენთის გამარჯვებული ჯეისონ მერსიერი გახდა. $10.000 დოლარიან ულიმიტო 2-7 ლოუბოლ ტურნირზე, კანადელმა პროფესიონალმა, 100 მოთამაშეს შორის მოახერხა პირველი ადგილის, $273.335 დოლარისა და WSOP-ის მე-4 ოქროს სამაჯურის მოპოვება. ტურნირის საპრიზო ფონდმა $940.000 დოლარი შეადგინა. ციფრები აშკარად მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა პოპულარობას იძენენ პოკერის სხვა, აქამდე ნაკლებად პოპულარული სახეობები. ფინალურ ჰედს-აპში, ჯეისონ მერსიერმა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მაიკ ვოტსონი დაამარცხა. მიუხედავად მისი რეპუტაციისა, ვოტსონს არცერთი ოქროს სამაჯური არ აქვს მოგებული. 

უნდა ითქვას, რომ პირველი ადგილისთვის დაწესებული საპრიზო თანხის გარდა, ჯეისონ მერსიერმა გაცილებით მნიშვნელოვანი საიდ ბეთის მოგება მოახერხა. როგორც ცნობილია, ჯეისონ მერსიერს, Team PokerStars Pro-ს წევრის ვანესა სელბსტის წინააღმდეგ $10.000 დოლარი უდევს, 180:1 შანსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მერსიერი კიდევ 2 სამაჯურის მოგებას შეძლებს, სელბსტისგან ის $1.800.000 დოლარს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია იმ სანაძლეოს ღირებულება, რომლის მოგებაშიც მას უკანასკნელი ივენთის ოქროს სამაჯურის მოპოვება დაეხმარა, მაგრამ როგორც თავად მერსიერი ამბობს, სანაძლეოში მოგებული თანხა პირველი ადგილისთვის დაწესებულ საპრიზოზე გაცილებით დიდია. 

 

რუმები

ქართული უცხოური