სიახლეები WSOP-დან: რეპ პორტერის მესამე სამაჯური; დენიელ ნეგრანუ მე-4 ადგილს იკავებს
2016 წლის WSOP-ის $1.500 დოლარიანი რაზის ტურნირის გამარჯვებული რეპ პორტერი გახდა, რომელმაც მესამე სამაჯური და $142.624 დოლარი მიიღო. ფინალურ მაგიდაზე, რეპ პორტერის გარდა, კიდევ ერთი გრანდის, შონ დიბის ხილვა იყო შესაძლებელი, რომელიც მე-8 პოზიციაზე გავიდა. მაგრამ მთავარი ყურადღება ისევ დენიელ ნეგრანუს დაეთმო, რომელმაც 2008 წლიდან დაწყებული წარუმატებელი მსვლელობა განაგრძო და მე-4 ადგილი დაიკავა. როგორც მოგეხსენებათ, კანადელ პროფესიონალს, 2008 წლის შემდეგ ლას ვეგასის ტერიტორიაზე არცერთი ოქროს სამაჯური არ მოუგია.
რეპ პორტერის კარიერაში, სამი ოქროს სამაჯურის გარდა, WSOP-ის უამრავი ფინალური მაგიდის ნახვა. მას სულ ცოტა დააკლდა 2013 წლის WSOP-ის მეინ ივენთის 'ნოემბრის ცხრიანში' მოსახვედრად. მაშინ, მან, მე-12 ადგილი აიღო, თუმცა ცხოვრებაში ყველაზე მაღალი - $573.204 დოლარიანი ანაზღაურებით. პორტერის პირველი სამაჯური 2008 წლით თარიღდება, როდესაც მან $1.500 დოლარიანი 6-მაქს ივენთი მოიგო, $372.843 დოლარით პირველი ადგილისთვის. მას შემდეგ რეპ პორტერმა კიდევ რამდენიმე ათეული ფინალური მაგიდა ითამაშა, მათ შორის 2011 წლის $2.500 დოლარიან რაზის ჩემპიონატზე, რომელიც მისთვის მე-2 ოქროს სამაჯურის მომტანი აღმოჩნდა.
პოკერის მოთამაშეებში უცნაური ცრურწმენების აღმოჩენა საკმაოდ ადვილი საქმეა. ამ წლების განმავლობაში, რეპ პორტერის საქმიანობაშიც გაჩნდა მსგავსი ხასიათის მატარებელი ნივთი - პატარა სათამაშო ცხენი, სახელად Quicksilver. როგორც პორტერი ყვება, 27 მაისს მისი ქალიშვილის დაბადების დღეა, რომლის შემდეგაც ამერიკელ გრაინდერს სახლის დატოვება და ლას ვეგასის ტერიტორიაზე WSOP-ის სერიებზე დასწრება უწევს. "მისი დაბადების დღის მეორე დღეს, სახლიდან გასვლისას და დამშვიდობებისას, ჩემმა ქალიშვილმა მოირბინა, - ყვება პორტერი, - თავისი სათამაშო ცხენების კოლექციიდან მისი საყვარელი ცხენი ამოარჩია და სამახსოვროდ გამომატანა." ერთი კვირის შემდეგ რეპ პორტერმა WSOP-ის პირველი სამაჯური მოიგო.
გუშინდელი ტურნირის ფინალურ ფაზამდე, შონ დიბისა და ნეგრანუს გარდა, რეპ პორტერს ისეთ მოთამაშეებთან ბრძოლა მოუხდა, როგორებიც მეტ გრეფენტინი, დევიდ ბენიამინი და WSOP-ის ორი სამაჯურის მფლობელი, მაიკლ გეთი არიან. ამ უკანასკნელის დამარცხება, პორტერმა, ფინალურ ჰედს-აპზე შეძლო.





