'პოკერსტარსი' იუჯინ კაჩალოვთან კონტრაქტს აუქმებს

პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ 'პოკერსტარსმა' უკრაინული წარმოშობის მოთამაშესთან, იუჯინ კაჩალოვთან, რამდენიმე წლიანი საქმიანი ურთიერთობის შემდეგ, კონტრაქტის გაუქმება გადაწყვიტა. მაღალი ლიმიტის ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმთან, 2011 წლის მარტიდან თანამშრომლობს.

"ჩემი და 'პოკერსტარსის' გზები გაიყო, - წერს ტვიტერის გვერდზე კაჩალოვი, - 2011 წლიდან პატივი მერგო 'პოკერსტარსის' გუნდის სახელით, მსოფლიო პოკერის არენაზე, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. უკანასკნელ წლებში უკრაინაში პოკერმა არნახულ პოპულარობას მიაღწია, რაშიც გუნდთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი. გავლილი 5 წელი ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და კარგად გასახსენებელი პერიოდი იქნება, რადგან ამ დროის განმავლობაში 'პოკერსტარსის' გუნდთან ერთად ვიმუშავეთ უამრავ ინოვაციურ პროექტზე, შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, პროფესიონალსა და პოკერის მოყვარულს."

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იუჯინ კაჩალოვი GPL-ში მონაწილეობს, მარია ჰოს L.A. Sunset-ის სახელით, რომელშიც სხვა მოთამაშეებთან ერთად Breaking Bad-ის ვარსკვლავი, აარონ პოლიც შედის. კაჩალოვის კარიერული სატურნირო მოგება $9 მილიონ დოლარს აჭარბებს. ლაივ ტურნირების თვალსაზრისით, კაჩალოვი, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. მის მოგებებში შედის 2007 წელს WPT Doyle Brunson Classic-ის პირველი ადგილი, რომლისთვისაც მან $2.4 მილიონი დოლარი მიიღო. 2011 წელს კი, ის, $100.000 დოლარიანი PCA Super High Roller-ის გამარჯვებული გახდა, $1.5 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის. 

რაც შეეხება თავად 'პოკერსტარსს': უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმზე დიდი რეორგანიზაციაა, არამხოლოდ ტექნიკური მიმართულებით, არამედ თავად რუმის პოლიტიკისა და ფილოსოფიის თვალსაზრისით. პოკერ-რუმმა კონტრაქტები გააუქმა ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულები - ჯო კადა და ჯონათან დუჰამელი არიან. ასევე კონტრაქტი შეუჩერდათ უმბერტო ბრენეს, დარიო მინერის, დევიდ უილიამსსა და ივან დემიდოვს. ალექს მილარმა და აიზიკ ჰექსტონმა კი თავად გადაწყვიტეს პოკერ-რუმის დატოვება. 'პოკერსტარსი' თავის სახეებად, პროფესიონალი მოთამაშეების ნაცვლად, ფეხბურთისა და ჩოგბურთის ვარსკვლავებს ირჩევს, რაც პოკერის უფრო ფართო მასებში გავრცელებისა და პოპულარიზაციის პოლიტიკით აიხსნება. 

რუმები

ქართული უცხოური