სიახლეები WSOP-დან: ალან პერსელი $10.000 დოლარიან ჰედს-აპ ივენთს იგებს
2016 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიანი ჰედს-აპ ივენთის გამარჯვებული ამერიკელი მოყვარული მოთამაშე, 23 წლის ალან პერსელი გახდა. სიმართლე რომ ითქვას, მის გამარჯვებას არავინ ვარაუდობდა, რამდენადაც ტურნირში თანამედროვე პოკერის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის ოლივიე ბუსკე და ბრაიან რასტი. ვარსკვლავთცვენის მიუხედავად, ალან პერსელის თამაშზე დაბნეულობასა და შიშს გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. მან დამაჯერებელი თამაში აჩვენა და მსოფლიოს ბევრი დიდი მოთამაშე ჩამოიტოვა უკან.
ფინალურ ორთაბრძოლაში, პერსელი, 69 წლის ვეტერანს, ჯონ სმიტს დაუპირისპირდა, რომელსაც მეორე ადგილისთვის $198.000 დოლარი ხვდა წილად. "მეორე რაუნდში ბრაიან რასტის წინააღმდეგ აღმოვჩნდი, - ყვება პერსელი, - ტურნირში 100-მდე მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მათგანთან თამაში მერჩივნა, ოღონდ არა ბრაიან რასტთან. ძალიან ვნერვიულობდი. ალბათ, ყველაზე დაძაბული ჰედს-აპი იყო ჩემ ცხოვრებაში. მასთან გამარჯვებამ წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა შემმატა, რაც მთელი ტურნირის განმავლობაში მეხმარებოდა. მოგების შემდეგ, ბრაიან რასტისგან კომპლიმენტიც მივიღე, რაც ძალიან ბევრს ნიშნავდა."
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ულიმიტო ჰოლდემის ჰედს-აპ ივენთი, ალან პერსელისთვის, მეორე ჰედს-აპ ტურნირი იყო კარიერის განმავლობაში. WSOP-ზე მან პირველად მოახერხა ფულში შესვლა. ასეთი რამ საკმაოდ იშვიათია: პირველად მოხვდე WSOP-ის რომელიმე ივენთის საპრიზო ადგილზე და ამავდროულად ტურნირის გამარჯვებულიც გახდე.
საბოლოოდ პირველი 5 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
| ადგილი | მოთამაშე | მოგება |
| 1 | ალან პერსელი | $320.574 |
| 2 | ჯონ სმიტი | $198.192 |
| 3 | ალექს ლუნი | $123.929 |
| 4 | ოლივიე ბუსკე | $123.929 |
| 5 | მეთიუ დილი | $56.202 |





