სიახლეები WSOP-დან: რაიან დი'ანჯელოს პირველი სამაჯური
2016 წლის WSOP-ის $1.500 დოლარიანი 2-7 დრო ივენთის გამარჯვებული რაიან დი'ანჯელო გახდა, რომელმაც ფინალურ ჰედს-აპზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 2-7-ის მოთამაშე ჯონ მონეტი დაამარცხა. ფინალურ მაგიდაზე ძირითადი საქმე სწორედ ამ წყვილმა შეასრულა: დი'ანჯელომ ტურნირს ჯერ ალექს დოვჟენკო გამოთიშა მე-7 პოზიციიდან, რის შემდეგაც მონეტის კარტებს ტოდ ბერლოუ, კონსტანტინ მასლაკი და დენ კელი ემსხვერპლნენ. სამი მოთამაშის ბრძოლმა ზუსტად 90 წუთს გასტანა. ამჯერად ტომ ფრანკლინის ჯერი დადგა, რომელიც დი'ანჯელომ ჩამოიშორა გზიდან.
"საკმაოდ გამიმართლა, - თქვა ფინალური ჰედს-აპის დაწყებამდე დი'ანჯელომ, - უნდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილი ტურნირი იყო ჩემ კარიერაში. სერიოზული რისკის წინაშე თითქმის არასდროს ვყოფილვარ. საკმაოდ ხშირად საშუალო ზომის ბანკების მოგებას ვახერხებდი და აი გადამწყვეტი მომენტიც დადგა." მართლაც, ფინალური ჰედს-აპის დაწყებამდე დი'ანჯელოს ტურნირზე არსებული ჩიპების რაოდენობის 85%-ს ფლობდა. გამარჯვების შემდეგ, ტურნირის ჩემპიონმა, არც უმთავრესი მეტოქე დაივიწყა: "ჯონ მონეტი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესოა როცა საქმე 2-7 თამაშებს ეხება. როცა ფინალურ მაგიდაზე ის დავინახე, მივხვდი თუ რამხელა პრობლემის წინაშე ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულდა."
რაიან დი'ანჯელომ პირველი ადგილისთვის $92.000, ხოლო ჯონ მონეტიმ მეორესთვის $57.000 დოლარი მიიღეს. ჯონ მონეტის ანგარიშზე უკვე ირიცხება WSOP-ის ორი ოქროს სამაჯური. ის უკვე მესამედ გავიდა WSOP-ის ივენთების მეორე ადგილზე. მისი წინა ორი მეტოქე ფილ აივი და დევიდ ბეიკერი იყვნენ.





