დიმიტრი ურბანოვიჩის $2 მილიონიანი სანაძლეო; რობერტ მიზრაქი მე-4 სამაჯურს იგებს
ყოველ ზაფხულს, ლას ვეგასში შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ 21 წლის ახალგაზრდა მოთამაშეები - WSOP-ის დებიუტანტები, რომლებიც დიდ სატურნირო კარიერასა და პოკერის ვარსკვლავობაზე ოცნებობენ. ჰაისტეიკს გრაინდერები ონლაინ თამაშებიდან მიღებული გამოცდილების დემონსტრირებას სწორედ პოკერის მსოფლიო სერიებზე გეგმავენ. ასეთი იყო ტომ დუანის, ვიქტორ ბლომისა და ანეტ ობერსტადის სტარტი. თუმცა, ონლაინ პოკერში მილიონდოლარიანი სვინგების მიუხედავად, WSOP-ის სუპერვარსკვლავობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
დიმიტრი ურბანოვიჩი კი იმის გაკეთებას შეეცდება, რაც 21 წლის ასაკში არავის გამოსვლია - ერთი სეზონის განმავლობაში WSOP-ის 3 სამაჯურის მოგება. პოკერის ამომავალმა ვარსკვლავმა ვანესა სელბსტთან $2.000.000 დოლარიანი სანაძლეო დადო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, დიმიტრი ურბანოვიჩმა ვანესა სელბსტის წინააღმდეგ $10.000 დადო, 200-1 შანსებით. ერთი სეზონის განმავლობაში 3 სამაჯურის მოგება, პოკერის ისტორიაში, მხოლოდ 5 მოთამაშემ მოახერხა, მათ შორის იყვნენ ფილ ჰელმუტი და ფილ აივი, რომელმაც რეკორდის გამეორება ყველაზე ახალგაზრდამ, 26 წლის ასაკში შეძლო.
დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ივენთის, $10.000 დოლარიანი სევენ-ქარდ სტადის გამარჯვებული გახდა ცნობილი. ის ლეგენდარული მაიკლ მიზრაქის ძმა, რობერტ მიზრაქია, რომელმაც პირველი ადგილისთვის $242.662 დოლარი მიიღო. ეს მისი მე-4 ოქროს სამაჯურია, რომლის მოგებითაც მან ძმას გაუსწრო. შეგახსენებთ, რომ მაიკლ მიზრაქის ანგარიშზე WSOP-ის 3 სამაჯური იწერება. ფინალურ ჰედს-აპში რობერტ მიზრაქი 2014 წლის იგივე ივენთის გამარჯვებულს, მეტ გრეფენტინს დაუპირისპირდა. მეორეადგილოსანს $150.000 დოლარი შეხვდა. 37 წლის რობერტ მიზრაქის კარიერა უკვე $6 მილიონ დოლარამდე მოგებას ითვლის. თუმცა, მისი ძმის, მაიკლ მიზრაქის $16 მილიონამდე, მას კიდევ დიდი გზა აშორებს.





