ჯეისონ მერსიერი და დაგ პოლკი ერთმანეთს უპირისპირდებიან
ინტერნეტი რომ ჩხუბისა და სიტყვიერი კონფრონტაციისთვის საუკეთესო ადგილია, ამას ყველა აღიარებს. მონიტორს მიღმა გაცილებით ადვილია აგრესიული, ან ვინმეს მიმართ ანტიპათიური შეხედულების გამოთქმა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. იუთუბზე, ფეისბუქსა და ტვიტერზე მრავლად შეხვდებით ე.წ. სიძულვილის ენით გაჯერებულ პოსტებსა და მესიჯებს, მაგრამ როგორც წესი ეს ყველაფერი არავის ადარდებს, რადგან საქმე სრულიად უმნიშვნელო, ინტერნეტის რიგით მომხმარებლებს ეხებათ.
ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარადაა - 'ტვიტერის' გამოყენებით, ერთმანეთს დაგ პოლკი, ერთ-ერთი საუკეთესო ჰედს-აპის მოთამაშე და ჯეისონ მერსიერი, 'პოკერსტარსის' სახე დაუპირისპირდნენ. პოლკმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ SCOOP-ის ტიტული მოიპოვა, საკუთარი 'ტვიტერის' გვერდზე ჯეისონ მერსიერს ცუდი რეგულარი უწოდა. მსგავსი შეფასება, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ასატანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოკერით მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით მსოფლიოში რიგით მე-11 ხარ. ჯეისონ მერისერი ტურნირების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება, რომელიც ტეხასური ჰოლდემის გარდა სხვა სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი ოპონენტია. მისი კარიერული სატურნირო მოგება $16.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
ასეთი დაპირისპირების შემდეგ, წყვილი საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში, $300.000 დოლარიანი Super High Roller Bowl-ის ერთ მაგიდაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ. როგორც მერსიერი ამბობ, პოლკი ყველაფრისთვის მზადაა, რათა ყურადღება მიიპყროს. მართლაც, ჰედს-აპის გურუ საკუთარი საიტის, Upswing Poker-ის პოპულარიზაციას ყველა საშუალებით ცდილობს. PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, დაგ პოლკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად მისი პიროვნული სიმპათიისა მერსიერის მიმართ, კანადელ პროფესიონალს, ის, მაინც ცუდ მოთამაშედ თვლის.





