2016 წლის WSOP-ის ყველაზე საინტერესო მოთამაშეები

1 ივლისს სტარტს იღებს წლის ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული მოვლენა - 2016 წლის WSOP. პოკერის შარშანდელ სერიებზე 69 ოქროს სამაჯური გათამაშდა. გრაფიკი მართლაც გადატვირთული იყო. გაკეთდა უამრავი აღმოჩენა, გაჩდნენ ახალი სახეები, რომლებსაც წლევანდელ სერიებზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მაგრამ ასევე არ ღირს იმ ვეტერანების დავიწყება, რომელთა კარიერა, საკუთარი შემოსავლების ზრდის გარდა, პოკერის პოპულარიზაციასაც ემსახურებოდა. ვინ არის წლევანდელი WSOP-ის ყურადღების ცენტრში? ვისი თამაშის ნახვა იქნებოდა საინტერესო? 

დიმიტრი ურბანოვიჩი - 0 სამაჯური; WSOP-ზე მოგებული აქვს $0. ფილ აივი, ფილ ჰელმუტი და ჯეფ ლისანდრო ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ერთ სეზონზე 3 ოქროს სამაჯურის მოგება შეძლეს. მაგრამ ეს ყველაფერი არცერთ მათგანს არ მოუხერხებია საკუთარი კარიერის პირველივე წელს. და რაც მთავარია: 20 წლის ასაკში არცერთ მათგანს არ დაუგროვებია $4.1 მილიონი დოლარი. დიმიტრი ურბანოვიჩს $10.000 დოლარი აქვს ვანესა სელბსტთან დადებული, 200-1 ოდსებით, რომ 2016 წელს 3 სამაჯურის მოგებას შეძლებს. ურბანოვიჩი ერთ-ერთი იშვიათია იმ დებიუტანტი მოთამაშეებიდან, რომლის გამოსვლასაც პუბლიკა დიდი ინტერესით ელოდება. თუმცა, პოლონელი მოთამაშე უკვე მიჩვეულია ფართო აუდიტორიასა და დიდ ტურნირებს. მის ანგარიშზე რამდენიმე EPT-ის ტიტული და ჰაი როლერ ტურნირებია. 

ფილ აივი - 10 სამაჯური; WSOP-ზე მოგებული აქვს $6.447.630 დოლარი. შესაბამისი მოტივაციითა და მონდომებით, აივი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლება. ის ერთადერთ რეალურ კანდიდატად მიიჩნევა, ვისაც ჰელმუტის რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია. მაგრამ ძვირადღირებული სანაძლეოს გარეშე, შესაძლოა, აივი ვეგასში საერთოდ არ გამოჩნდეს. ასე მოხდა 2015 წელსაც, როდესაც მან მხოლოდ მეინ ივენთი და One Drop ჰაი როლერ ტურნირი ითამაშა. 2014 წელს კი, სოლიდური პროფ ბეთების წყალობით, მან მე-10 სამაჯური მოიგო და 4 ივენთზე ფულში შესვლა მოახერხა. 

ფილ ჰელმუტი - 14 სამაჯური, WSOP-ზე მოგებული აქვს $13.539.727 დოლარი. რა თქმა უნდა, WSOP-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშის ამ სიიდან ამოღება არასწორი იქნებოდა. თუ WSOP-ის სამაჯურის მოგებაზე ფსონის დადებას გადაწყვეტთ, აღმოაჩენთ, რომ ფილ ჰელმუტს ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს. ზაფხულის განმავლობაში ჰელმუტი საიდ ივენთებს ფაქტიურად არ თამაშობს. ის მხოლოდ სამაჯურებზეა ორიენტირებული. მისი ნახვა შესაძლებელია, როგორც ყველაზე ძვირადღირებულ ტურნირებზე, ასევე ყველაზე დაბალ ლიმიტზეც, სადაც პოკერის ელიტის ნახვა ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა, როგორც PokerNews-ის ჟურანლისტი, რემკო რინკემა ამბობს, ჰელმუტს წლევანდელ სერიებზე მოგების არცისე დიდი შანსები აქვს. ამის მიზეზად, ის, ხანგრძლივ დასვენებასა და ტურნირებისგან მოწყვეტას ასახელებს. 

ჰოვარდ ლედერერი - 2 სამაჯური, WSOP-ზე მოგებული აქვს $1.617.227 დოლარი. პოკერის ინდუსტრიაში, სავარაუდოდ, ყველაზე საძულველი ადამიანი შესაძლოა WSOP-ის დაუბრუნდეს. ამის შანსები მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც დენიელ ნეგრანუს მიერ საკუთარ ბლოგზე ლედერერის წერილი გაჩნდა, რომელშიც FullTilt-ის ტრაგიკული მოვლენების მთავარი გმირი პოკერის მოყვარულებსა და რუმის მომხმარებლებს ბოდიშს უხდიდა. რამდენად საინტერესო იქნება მისი თამაში, პოკერის თვალსაზრისით, ამის თქმა რთულია. ტოპ მოთამაშეებში, ის, საშაულო დონის, საკმაოდ წარმატებულ მოთამაშედ ითვლებოდა. თუმცა, მისი თამაში შოუ ნამდვილად არ არის. მაგრამ თუ მის ამჟამინდელ სტატუს გავითვალისწინებთ, WSOP-ზე ლედერერის გამოჩენა ექსცესების გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის. მაყურებელს კი, ასეთი კურიოზული და აყალმაყალის გამომწვევი მოვლენები, საოცრად იტაცებს. 

დენიელ ნეგრანუ - 6 სამაჯური;  WSOP-ზე მოგებული აქვს $16.172.789 დოლარი. მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოთამაშეს, ალბათ, გაცილებით მეტი სამაჯური უნდა ჰქონდეს მოგებული. მით უმეტეს, რომ ის ორჯერ იყო WSOP-ის წლის მოთამაშე. მისი უკანასკნელი სამაჯური 2013 წლით თარიღდება, ევროპულ WSOP-ზე. ლას ვეგასში გამართულ პოკერის სერიებზე კი, მას, 2008 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია. სწორედ ამ მიზეზით გამოთქვამს ბევრი ეჭვს იმის შესახებ, რომ ნეგრანუ ვერც ამჯერად შეძლებს სამაჯურის მოგებას. მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, მსგავსი მოთამაშეები სანახაობას უფრო ქმნიან, ვიდრე სამაჯურებისთვის რბოლის განწყობას. სწორედ ამიტომაცაა ის მსოფლიოში ყველაზე ცნობადი მოთამაშე, რომელიც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმშიც კი იყო მიწვეული მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის პოკერთან ასოცირდება. 

რუმები

ქართული უცხოური