სიახლეები SCOOP-იდან

სამშაბათი Spring Championship of Online Poker-ის სერიების ბოლო დღეა. SCOOP-ის ტურნირებს რომ საერთო გამარჯვებული ჰყავდეს, ან დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიები იმართებოდეს, ონლაინ პოკერის ყველა მოყვარულს ბრაზილიის ჰიმნი ზეპირად ეცოდინებოდა. გუშინდელი მონაცემებით, ბრაზილიელებს საგაზაფხულო ონლაინ პოკერის ჩემპიონატის 20 ტიტული აქვთ მოპოვებული. 

მართალია ბრაზილია აშკარად დომინირებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოთამაშეები, რომლებმაც უკვე რამდენჯერმე გაუსინჯეს გემო 'პოკერსტარსის' საგაზაფხულო სერიების პირველ ადგილს. შონ buck21 ბიუქენენმა, წლევანდელ ტურნირებზე, 2 ტიტულის მოპოვება მოახერხა, რაც მისი კარიერისთვის SCOOP-ის მე-5 პირველი ადგილი იქნება. შაბათ საღამოს ლეგენდარულმა დაგ პოლკმა $2.100 დოლარიანი ულიმიტო ჰოლდემის ერთ-ერთი ურთულესი ივენთი მოიგო, $115.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. შეგახსენებთ, რომ დაგ პოლკს დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს საუკეთესო პოკერის ბოტის დამარცხებაში. გარდა ამ მოგებისა, პოლკმა, $21.000 დოლარიან ჰედს-აპ ივენთზე ფინალურ 8 მოთამაშეს შორის მოხვედრაც მოახერხა.  

ყველასთვის ცნობილია დენიელ ქეითსის კატასტროფულად წარუმატებელი წლის შესახებ. თუმცა, ამერიკელმა $2.100 დოლარიანი Deuce to Seven-ის ურთულესი ფინალური მაგიდა მოიგო, რომელზეც მის გარდა შონ დიბი, პოლ ვოლპი და ჯორჯ დენზერი ისხდნენ. გამარჯვება, დენ ქეითსმა, საკმაოდ უცნაურ გარემოში, 'ტვიტერის' საშუალებით აღნიშნა. SCOOP-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მოთამაშემ, კელვინ ანდერსონმა, პარასკევს კიდევ ერთხელ დაამახსოვრა თავი პოკერის მოყვარულებს - მან 8-გეიმსის ივენთზე 239 მოთამაშეს შორის გამარჯვება და SCOOP-ის მე-7 ტიტულის მოპოვება შეძლო. ანდერსონს მხოლოდ 2 ტიტულით ჩამორჩება ჯეისონ მერსიერი, რომელმაც საკუთარი შედეგის გაუმჯობესება $215 დოლარიანი ომაჰა ჰაი-ლოუს ივენთის მოგებით შეძლო - ეს მისთვის SCOOP-ის მე-5 ტიტულია. 

უკანასკნელი დღის ბოლო აფდეითების მიხედვით, დარჩენილია სამი ივენთი: დაბალი ლიმიტის ივენთის ფინალურ მაგიდაზე, სადაც 4 ბრაზილიელი იმყოფება, ჩიპლიდერის პოზიციას ერთ-ერთი მათგანი ინარჩუნებს. ტურნირის პირველი ადგილისთვის დაწესებული თანხა $225.618 დოლარს შეადგენს. საშუალო ბაი-ინის ივენთის ჩიპლიდერი კი რუმინელი მოთამაშე OMGitsH.O.H. ლიდერობს. ტურნირის ფინალურ მაგიდაზე ისეთ სახელებს შეხვდებით, როგორებიც ანდრეს არტინანო და ჯორდან იანგი არიან. $10.000 დოლარიანი მეინ ივენთის ჩიპლიდერი კი თალალ შაკერჩია. მას საკმაოდ რთული ბრძოლა ელოდება წინ, რამდენადაც მასთან ერთად მაგიდაზე ჯონ ჯუანდა, სკოტ სივერი და შონ ვინთერი არიან. 

რუმები

ქართული უცხოური