Global Poker Index - ო'დუაიერი პირველია; ერიკ საიდელი ათეულს უბრუნდება

ყოველ კვირას, Global Poker Index (GPI) გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს, რომელიც მათი სატურნირო კარიერის უკანასკნელი სამწლიანი პერიოდის მიღწევებით განისაზღვრება. 2016 წლის PokerStars and Monte-Carlo Casino EPT Grand Final დასრულდა. პოკერის ამ სერიებმა, რეიტინგების თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიეს. თუმცა, GPI-ის საუკეთესო ათეულის სათავეში, უკვე მე-18 კვირაა სტივ ო'დუაიერია. 

ო'დუაიერმა ფულში შესვლა €50.000 ევროიან სუპერ ჰაი როლერის ივენთზე შეძლო, სადაც მან მე-9 ადგილი აიღო. €25.750 ევროიან ჰაი როლერზე კი, მან, 31-ე ადგილი დაიკავა. უნდა ითქვას, რომ არცერთ ამ შედეგს, მისთვის, არცერთი ქულა არ მოუტანია და პირველობას ის მხოლოდ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში დაგროვილი საუკეთესო ადგილების ხარჯზე ინარჩუნებს. 

4 პოზიციით მოახერხა დაწინაურება ანტონი ზინომ, რომელმაც მონაკოში გამართულ ორ ჰაი როლერ ტურნირზე, ზედიზედ ორჯერ, მე-6 ადგილი აიღო. კვირის ყველაზე მასშტაბური წინსვლით ერიკ საიდელი გამოირჩევა, რომელიც GPI-ის ათეულის ლიდერის რანგში, უკანასკნელად, 2012 წლის თებერვალში მოგვევლინა. ლეგენდარული მოთამაშე 11 პოზიციით დაწინაურდა და ის ამჟამად მე-8 ადგილს იკავებს. 

უკანასკნელი კვირის GPI-ის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

პოზიციამოთამაშეGPI-ის ქულაცვლილება
1სტივ ო'დუაიერი4287-
2ბრინ კენი4178-
3ფედორ ჰოლცი4092-
4ანტონი ზინო4067+4
5ჯეისონ მერსიერი4002-1
6ნიკ პეტრანგელო3989-1
7დომინიკ ნიცშე3877-1
8ერიკ საიდელი3787+11
9ტომ მარჩესი3775-
10დევიდ პიტერსი3740-

 

რუმები

ქართული უცხოური