ლუკ შვარცი SCOOP-ის მე-5 ტიტულს იგებს

ბრიტანული პოკერის ამომავალმა ვარსკვლავმა, შარშან, Spring Championship of Online Poker-ის (SCOOP) 2 ტიტული მოიპოვა. ლუკ შვარცმა, წლევანდელი ონლაინ ტურნირებიც წარმატებულად დაიწყო და საგაზაფხულო ტურნირების სერიებზე, კიდევ ერთი, რიგით მე-5 პირველი ადგილი ჩაიწერა კარიერაში. ამ გამარჯვებით, ის, შონ დიბს გაუთანაბრდა და მხოლოდ SCOOP-ის ექვსგზის ჩემპიონს, კელვინ ანდერსონს ჩამორჩება. 

შონ დიბს, რამდენიმე დღის წინ, ორჯერ ჰქონდა შანსი საგაზაფხულო ონლაინ ტურნირების ივენთები მოეგო. ერთი მათგანი, მან, მე-6 ადგილზე დაასრულა, ხოლო მეორე - მე-5-ზე. ლუკ შვარცმა, SCOOP-ის მე-5 გამარჯვება, $2.100 დოლარიან ომაჰა ჰაი/ლოუს ივენთზე მოიპოვა, რომელზეც 145 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. პირველი ადგილისთვის, მას, $32.151 დოლარი გადაეცა, მაგრამ 'ნოკაუტებისთვის' დაწესებული საპრიზოს დახმარებით, მისი მოგება, კიდევ $19.578 დოლარით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს ჯეიმს ობსტის მიერ $1.050 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთის მოგება, $155.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. საგაზაფხულო ონლაინ პოკერის სერიებზე, ეს, მისი მე-4 ტიტულია. 

ფინალური ჰედს-აპი, ლუკ შვარცმა, ვლადიმირ ტროიანოვსკის წინააღმდეგ, მცირე უპირატესობით დაიწყო. მოთამაშეებმა საპრიზო ფონდი წინასწარვე გაინაწილეს, სათამაშოდ კი 'ნოკაუტისთვის' დაწესებული თანხა და, რაც მთავარია, SCOOP-ის ტიტული დაიტოვეს. გადამწყვეტ დარიგებაზე, როდესაც ბლაინდები 7.000/14.000 იყო, ტროიანოვსკიმ სმოლ ბლაინდიდან 28.000-მდე გაზარდა, რასაც შვარცმა ქოლით უპასუხა. 779 ფლოპი ორივემ ჩექით გაიარა. თერნზე დადებული 3 შემდეგ, ტროიანოვსკიმ 29.750 დადო, შვარცმა უპასუხა. ბორდი A-ით დასრულდა. ტროიანოვსკის, 97JT ხელით, უკვე ჰყავდა გამზადებული ფულჰაუსი. მან რივერზე 60.000 ჩიპი დადო, რაზეც შვარცისგან ოლინი მიიღო. რუსის მხრიდან ქოლის გაკეთების შემდეგ გაირკვა, რომ ლუკ შვარცს AA27 ჰყავდა, რაც მას მაღალ ფულჰაუსს აძლევდა. თამაშში არ მონაწილეობდნენ დაბალი კომბინაციები, შედეგად კი გამარჯვება ბრიტანელს დარჩა. 

 

რუმები

ქართული უცხოური