ირლანდიელი ბიზნესმენი, ნარდში, $17.4 მილიონ დოლარს იგებს

რამდენიმე დღის წინ, The Daily Beast-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელმაც ირლანდიური პუბლიკის დიდი ყურადღება მიიპყრო. როგორც გაზეთი იუწყება, 2012 წელს, ცნობილმა ირლანდიელმა ბიზნესმენმა ჯონ პატრიკ მაკმანუსმა, ამერიკელი მილიარდერის ალეკ გორსის წინააღმდეგ გამართულ 72 საათიან სესიაზე, $17.4 მილიონი დოლარი მოიგო. 

ჯონ პატრიკ მაკმანუსი ირლანდიელი ბიზნესმენია, რომელმაც გარდა უძრავი ქონებითა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა, სახელი გაითქვა, როგორც გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხენოსნო კლუბის მეპატრონემ და გემბლერმა. ალეკ გორის მიერ ადამიანების სწორ შეფასებაში ეჭვი არავის ეპარება, მით უმეტეს მისი $2.1 მილიარდიანი ქონებისა და მასშტაბური ბიზნეს-პროექტების გათვალისწინებით, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენს უნდა სცოდნოდა, რომ ირლანდიელი გემბლერი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, მდიდარ ადამიანებს ნარდის ხანგრძლივ სესიებს სთავაზობს და თავს არ იკავებს არცერთ რთულ სანაძლეოზე, ამხელა მანძილს ტყუილად არ გაივლიდა. 

4 წლის წინ გამართული თამაშის შესახებ, წვრილმანი დეტალები, მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. ამის მიზეზი მარტივია: მაკმანუსი ირლანდიის შემოსავლების სამსახურს უჩივის. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ალეკ გორსმა გადასახადების თავიდან აცილების მიზნით, მაკმანუსს არასრული თანხა გადაუხადა, ხოლო $5.22 მილიონი დოლარი შემოსავლების სამსახურს მისცა. მაკმანუსის იურისტების აზრით, მათი კლიენტი აფიორის მსხვერპლი გახდა, რომელშიც უბენლიედ შემოსავლების სამსახურიც აღმოჩნდა ჩართული. 

როგორც ირლანდიელი ბიზნესმენის მეგობრები აცხადებენ, მაკმანუსი 'ორმაგი გადასახადის' მსხვერპლი გახდა და ამ ყოველივეს შემდეგ გამორიცხავენ, რომ მან საქმე უკან გამოითხოვოს. 

რუმები

ქართული უცხოური