ოლე შიმიონი EPT High Roller-ს იგებს

პოკერის გერმანელ ამომავალ ვარსკვლავს, ოლე შიმიონს, წარმოუდგენელი კვირა ჰქონდა: EPT Grand Final-ის სერიებზე, მან, €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის ივენთი მოიგო, €1.6 მილიონი ევროთი პირველი ადგილისთვის. გერმანელის სატურნირო კარიერაში, რომელიც $10 მილიონ დოლარს ითვლის, ეს მოგება, ყველაზე დიდი ანაზღაურება იყო. "იანვარში გამართული PCA-ის შემდეგ, პოკერისგან დასვენება და ძალების აღდგენა გადავწყვიტე. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება და ამხელა თნხის მოგება, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა" - თქვა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე შიმიონმა. 

ფინალურ ჰედს-აპზე, გერმანელი, ლეგენდარულ იტალიელ მუსტაფა კანიტს დაუპირისპირდა. როგორც ჩანს, ორივე მხარემ გააცნობიერა მეტოქის შესაძლებლობები - ასეთ დროს კი საპრიზო ფონდის განაწილებაზე მოლაპარაკება საუკეთესო არჩევანია. შეთანხმების შედეგად, კანიტს, €1.42 მილიონი, ხოლო შიმიონს - €1.6 მილიონი ევრო შეხვდა. 

გერმანელ მოთამაშეს კიდევ ერთი დიდი შანსი მიეცა, საკუთარი სახელი მსოფლიო პოკერის ისტორიაში ჩაეწერა - დიდი ტურნირის მოგებიდან ზუსტად 2 დღის შემდეგ, შიმიონი, €50.000 ევროიანი Single-Day Super High Roller-ის ფინალურ ჰედს-აპზე აღმოჩნდა. ამჯერად, მისი ოპონენტი, თავისივე თანამემამულე, ფაბიან კვოსი აღმოჩნდა. 17 საათიანი ბრძოლის შემდეგ, მოთამაშეები კვლავ საპრიზოს განაწილებაზე შეთანხმდნენ: €799.059 ევრო ფაბიან კვოსს, ხოლო €857.241 - შიმიონს. პირველი ადგილისთვის ბრძოლას რომ აზრი მისცემოდა, მოწინააღმდეგეებმა, თამაშში €50.000 ევრო დატოვეს. 

საპრიზო ფონდის განაწილებიდანაც ჩანს, რომ ჩიპებით უპირატესობას ოლე შიმიონი ფლობდა. თუმცა, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული თამაში დამთავრდა - მოთამაშეები გაცილებით ხშირად აკეთებდნენ ოლინს, არ ნაკლებ სიფრთხილეს იჩენდნენ ფლოპზე და ა.შ. ერთ-ერთ დაუდევარ ოლინს, რომელიც შიმიონმა K3-ით გააკეთა, კვოსმა A7-ით უპასუხა და ATTK3 ფლოპის წყალობით დამაჯერებელი ჩიპლიდი მოიპოვა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, შიმიონმა კვლავ ოლინი გააკეთა, ამჯერად K5-ით, რაც წინა ხელთან შედარებით არცისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. კვოსის AQ კი ნამდვილად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მას მეტოქის ოლინი მიეღო. საბოლოოდ, A48 ფლოპზე ყველაფერი გაირკვა, ხოლო თერნზე დადებული Q ტურნირის დასასრულს ნიშნავდა. 

მართალია, ოლე შიმიონმა, ტურნირის გამარჯვებულზე €8.000 ევროთი მეტი მიიღო, მაგრამ სუპერ ჰაიროლერის ორჯერ ზედიზედ მოგების დიდი შანსი გაუშვა ხელიდან. 

რუმები

ქართული უცხოური