WPT Tournament of Champions-ის გამარჯვებული ფარიდ იაჩო ხდება
გასული წლის მაისში, ჰოლანდიელმა პოკერის მოყვარულმა, ფარიდ იაჩომ WPT Amsterdam-ის მოგება და $225.073 დოლარის მოპოვება მოახერხა. მაშინდელ ივენთზე 340 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული. როგორც ჩანს, ჰოლანდიელს ამჯერად ბევრად ადვილი მისია ხვდა წილად - გასული ივენთის ფართო ლაინაფის ნაცვლად, მას, 64 მონაწილე უნდა დაემარცხებინა. საქმეს მხოლოდ ის ართულებდა, რომ 64-დან არცერთი არ იყო მოყვარული, საშუალო დონის მოთამაშე. ყოველ მათგანს გარკვეული ისტორია, გამოცდილება და რაც მთავარია - WPT-ის სხვადასხვა ივენთების ტიტული ჰქონდა მოპოვებული.
მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ ფარიდ იაჩოს დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობა არ სურდა. მიზეზი საკმაოდ მარტივი იყო: მას ფლორიდაში გამგზავრება ეზარებოდა. შესაბამისად, ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციაც ვადაზე გვიან მოაწესრიგა, მაგრამ ამ ფაქტორებს, WPT-ის ერთ-ერთ უმთავრეს ივენთზე დასწრებაში, ხელი არ შეუშლიათ.
"ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი რეალურია, - თქვა ტურნირის შემდეგ ჰოლანდიელმა, - ვზივარ მაგიდასთან და გარშემო ვისაც ვხედავ, ყველა WPT-ის ჩემპიონია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, თუ 30-ე ადგილამდე მაინც მივაღწევ, უკვე დიდი შედეგი იქნება-თქო. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი ტურნირზე და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ფინალურ მაგიდას, მით უფრო ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ დასრულებულიყო."
ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე, რომელსაც ბევრი უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, მაიკლ მიზრაქი იყო, რომელსაც WPT-ის ორი ტიტული უკვე ჰქონდა მოპოვებული. Grinder-მა მესამე ადგილამდე მიაღწია, სადაც მომავალი ჩემპიონის ოლინს K
9
-ით უპასუხა, მაგრამ K
T
4
ფლოპზე, მოწინააღმდეგის 4
4
-თან უძლური აღმოჩნდა. მიზრაქის, მესამე ადგილისთვის, $140.450 დოლარი შეხვდა.
ფინალურმა ჰედს-აპმა, რომელიც იაჩომ მცირე უპირატესობით დაიწყო, 30 წუთს გასტანა. გადამწყვეტი დარიგება საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა:
ვლად დარი: K
7![]()
ფარიდ იაჩო:A
2![]()
ვლად დარის პრეფლოპ ბეტს, იაჩომ ქოლით უპასუხა. 8
2
2
ფლოპზე, ჰოლანდიელმა ჩექ-რეიზი გააკეთა. დარიმ მაღალი მეფით და სავარაუდო 'ფლოუტის' განზრახვით, მოწინააღმდეგის რირეიზი მაშინვე მიიღო. T
იაჩომ კვლავ დადო, რასაც კვლავ ქოლი მოჰყვა. რივერზე 8
დაიდო. ამჯერად ჰოლანდიელმა ოლინი გააკეთა, რასაც ვლად დარიმ მაღალი K
-ის იმედად უპასუხა, მაგრამ ჰოლანდიელის ფულ ჰაუსთან უძლური აღმოჩნდა. ფინალური ექვსეული ასე გამოიყურება:
1. ფარიდ იაჩო - $381.600
2. ვლად დარი - $224.190
3. მაიკლ მიზრაქი - $140.450
4. ჯონათან ჯეფი - $95.400
5. ნოა შვარცი - $74.200
6. დარენ ელიასი - $58.300





