WSOP-ის რეიკის გასაუქმებლად, მოთამაშეებმა პეტიცია მოამზადეს
პოკერის მოყვარულმა და ფასიანი ქაღალდების სპეციალისტმა, დევიდ ბასმა, საკმაოდ უცნაური და ამბიციური პეტიცია წამოიწყო, სახელწოდებით "გაზარდეთ WSOP-ის საპრიზო ფონდი, გააუქმეთ მეინ ივენთის საკომისიო". პეტიციაზე ხელის მოწერა change.org-ზეა შესაძლებელი. დევიდ ბასის აზრით, WSOP-ის მენეჯმენტს მარტივად შეუძლია დიდი მოგების მიღება იმ თანხებით, რასაც მას ESPN უხდის, თამაშების ტრალნსლირების უფლების სანაცვლოდ. ასევე, ერთ-ერთ არგუმენტად, მას, პოკერის სერიების უამრავი სპონსორი მოჰყავს, რომლებიც ასიათასობით დოლარს რიცხავენ სერიების მხარდასაჭერად და საკუთარი ბრენდების მსოფლიოსთვის საჩვენებლად.
"ESPN დიდძალ თანხებს იხდის პოკერის მსოფლიო სერიების ტრანსლირებაში. ასევე, WSOP-ის, ან მის მფლობელ კომპანია Caesars-ს, ტურნირების მსვლელობის დროს, უამრავი სპონსორი კომპანია ჰყავთ. კარგი იქნებოდა, ეს თანხები საპრიზო ფონდებს მოხმარებოდა, მაგრამ ამ ყველაფერს, WSOP-ის მენეჯმენტი რეიკსაც უმატებს, რისი გაუქმებაც მარტივად იქნებოდა შესაძლებელი, შესაბამისი უფლებამოსილი პირების სურვილის შემთხვევაში."
მისი აზრით, პოკერი ერთადერთი სპორტია, რომლის საპრიზო ფონდის შედგენაში, თავად მოთამაშეები ღებულობენ მონაწილეობას. "ESPN დიდ თანხებს იხდის სპორტის იმ სახეობის გაშუქებაში, რომლის მონაწილეები უშუალოდ ქმნიან საპრიზო ფონდს. მათ გარეშე, გასაშუქებელიც არაფერი იქნებოდა. ESPN-ის მიერ გადახდილი თანხიდან კი, მოთამაშეებს, არაფერი ხვდებათ. ისინი ვალდებულნი არიან, დამატებით, ტურნირის საფასურიც გადაიხადონ".
პეტიციის ადრესატები WSOP-ის ტურნირების დირექტორი, ჯეკ ეფელი, WSOP-ის აღმასრულებელი დირექტორი, თაი სტუარტი და WSOP-ის საკომუნიკაციო სამსახურის უფროსი, სეთ პალანსკი არიან. change.org-ზე უამრავი პეტიციაა გამოქვეყნებული, რომლებსაც, რიგ შემთხვევებში, მილიონობით ადამიანი აწერს ხელს. დევიდ ბასის პეტიციას სულ რამდენიმე ათეული ხელმომწერი ჰყავს. ასე რომ, მოთამაშეების მოთხოვნა, როგორც ჩანს, საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება განვიხილოთ.





