ფილ ჰელმუტი ტაიგერ ვუდსის საქველმოქმედო საღამოს გაუძღვება

ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი, ლეგენდარული ფილ ჰელმუტი კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში - ის საქველმოქმედო საღამოს წამყვანის რანგში მოგვევლინება, რომელსაც გოლფის ლეგენდარული მოთამაშე, ტაიგერ ვუდსი 29-30 აპრილს გამართავს. საქველმოქმედო წვეულება ყოველწლიურად იმართება. 

წვეულებამ, რომელსაც ტაიგერ ვუდსი უკვე მე-18 წელია მასპინძლობს, მის საქველმოქმედო ფონდში $17 მილიონ დოლარამდე თანხის მოგროვება შეძლო. შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება გაჭირვებული და მიუსაფარი ახალგაზრდებისა და ბავშვების განათლებას. საღამო, მისულ სტუმრებს, უამრავ გასართობს სთავაზობს, მათ შორისაა: ალკოჰოლური სასმელები, კონცერტი, საქველმოქმედო აუქციონი და რაც მთავარია - პოკერის საქველმოქმედო ტურნირი. თუმცა, სტუმრებს ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაუჯდებათ. 

პოკერის ტურნირის პაკეტი, რომელშიც ბარი, აუქციონი და კონცერტი შედის, $11.000 დოლარი ღირს. კიდევ ერთი მიზეზი, რაც სტუმრების დიდ რაოდენობას განაპირობებს, ლეგენდარულ მოთამაშესთან გოლფის ერთი რაუნდის თამაშის შესაძლებლობაა. თუ თქვენ ტაიგერ ვუდსთან პრივატული საუბარი გსურთ, გოლფის თამაშის პარალელურად, სულ რაღაც $25.000 დოლარის გადახდა მოგიწევთ. 

პოკერის ტურნირში, რომლის ორგანიზატორიც WPT-ის მენეჯმენტია, მონაწილეობას ღებულობენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც დევიდ უილიამსი, მარია ჰო და რა თქმა უნდა, თავად საღამოს წამყვანი, ფილ ჰელმუტი არიან. ტურნირის გამარჯვებულისთვის, ორგანიზატორებმა, სპეციალური ჯილდო დააწესეს - ერთი ადგილი WPT Tournament of All Champions-ზე. 

რუმები

ქართული უცხოური