დაგ პოლკი - ადამიანი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი დაამარცხა

2015 წელს, მოთამაშეთა გუნდმა, რომელსაც დაგ პოლკი ედგა სათავეში, პოკერის საუკეთესო ბოტი, მასაჩუსეტის უნივერსიტეტში აწყობილი Claudico დაამარცხა. გასული კვირის ონლაინ გამოცემების მთავარი გვერდები დაგ პოლკის სახელს დაეთმო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - მან 'პოკერსტარსის' $700 დოლარიანი Kilimanjaro მოიგო, $163.000 დოლარით პირველი ადგილისთვის. ტურნირის მოგების შემდეგ, ცნობილმა ონლაინ გამოცემას, HighStakesDB-ს, პოლკთან ინტერვიუს ჩაწერის საშუალება მიეცა. ჩვენ სწორედ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს გთავაზობთ:

- პირველ რიგში, გილოცავ 'პოკერსტარსის' Kilimanjaro-ს მოგებას. ალბათ კარგი შეგრძნებაა დიდი თანხის მოგება, როცა მხოლოდ $700 დოლარს რისკავ...

- დღე მართლაც კარგი გამოდგა. ჩემი საიტისთვის ხშირად ვახდენ საკუთარი თამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას, მაგრამ თამაშის დღეს თავს კარგად არ ვგრძნობდი. საკუთარ თავს ძალა დავატანე და რამდენიმე კარგი ტურნირიდან ერთ-ერთი ავირჩიე. როგორც ჩანს, ჩემი შრომისმოყვარეობა დაფასდა. 

- შენ განსაკუთრებით ცნობილი ხარ ჰედს-აპ ქეშ-გეიმებზე. ყველას ავიწყდება ლაივ ტურნირებში მოგებული $5 მილიონამდე დოლარი. ამჯერად კი, ტურნირის 1.500 მონაწილეში საუკეთესო შედეგი აჩვენე. შეიძლება ითქვას, რომ, ძველ დროსთან შედარებით, ტურნირების მიმართ ინტერესი გაგიძლიერდა?

- მე ტურნირები არ მადარდებს. ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს, ფულის მოგებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ, ჩემი სურვილის მიუხედავად, ტურნირების თამაშიც მომიწევს. ქეშ-გეიმებზე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. მაგალითად, 'ბელაჯიოში' დიდ ივენთზე ვთამაშობდი, საკმაოდ წარმატებულად. საბოლოოდ, ტურნირის მეოთხე დღეს, KK-ით QQ-ის წინააღმდეგ ოლინი წავაგე და მილიონი ჩიპიდან მხოლოდ 30 დამრჩა. იგივე სიტუაციაში, ქეშ-გეიმზე, არანაირი რეაქცია არ მექნებოდა. ამდენი შრომის შემდეგ კი, როცა წვალების მიუხედავად, პატარა უიღბლობის გამო დიდ ტურნირს ეთიშები, ძალიან მტკივნეულია. 

- მაშინ, რა განსხვავებაა დიდი ტურნირისა და ქეშ-გეიმზე დიდი თანხის მოგებას შორის?

- ტურნირის მოგება, რა თქმა უნდა, გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ქეშ-გეიმზე სოლიდური თანხის მოპოვება. სატურნირო თამაშების 99% იმედგაცრუებით მთავრდება. ქეშ-გეიმებს კი, თუ კარგი მოთამაშე ხარ, 55%-ით პლუსში ამთავრებ. მართალია, ქეშ-გეიმებს დიდი ტკივილი არ ახლავს თან, მაგრამ არც იმის შეგრძნება გეუფლება, რომ რაიმე განსაკუთრებულს მიაღწიე. ტურნირის მოგების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირადაა - ის გაცილებით დიდ ეიფორიასა და სიხარულს იწვევს, ვიდრე წარმატებული ქეშ-გეიმი. 

- ხშირად, შენი საიტისთვის (upswingpoker.com) 'ტვიჩით' თამაშების ტრანსლირებას ახდენ. როგორია ხალხის რეაქცია მსგავსი საიტების მიმართ, რომლებიც მომხმარებლებს პოკერის უკეთ შესწავლას სთავაზობენ?

- upswingpoker.com-ისთვის, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ენერგიას არ ვზოგავ. ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩემ შესაძლებლობებშია. ხალხის რეაქციას რაც შეეხება: ბევრს ჰგონია, რომ თუ პოკერს კარგად თამაშობს და თუ ჩვენი მომხმარებელი გახდება, ონლაინ მაგიდების უმაღლეს ლიმიტებს დალაშქრავს და მულტიმილიონერი გემბლერი გახდება. ეს ასე არ არის. ჩვენი საიტი, უმეტესწილად, გათვლილია დამწყებ მოთამაშეებზე, რომლებსაც პოკერის უკეთ გაგებისა და სხვანაირად დანახვის საშუალებას მივცემთ. ეს კი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ დაბალი და საშუალო ლიმიტის გრაინდერები მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან გამკლავებას შეძლებენ. 

- WSOP-ისგან სულ რამდენიმე თვე გვაშვორებს. აპირებ თუ არა საკუთარი ძალების მოსინჯვას ლაივ ტუტნირების ამ სერიებზე?

- წლის უმეტეს ნაწილს ლას ვეგასში ვატარებ. ასე რომ, შინაური ფრონტის დაცვა აუცილებლად მომიწევს. ვფიქრობ, ძირითადადი დიდი ივენთები აუცილებლად ვითამაშო. შესაძლოა, რამდენიმე დაბალ ბაი-ინიან ტურნირშიც მივიღო მონაწილეობა. წინა წელს, სამაჯურის მოგებაზე სანაძლეო მქონდა დადებული. ამიტომაც ძალიან ბევრ ივენთს ვთამაშობდი. მართალია, ოქროს სამაჯური მართლაც მოვიპოვე, მაგრამ წელს, ტურნირების შერჩევის თვალსაზრისით, გაცილებით დაკვირვებული და მკაცრი ვიქნები. 

რუმები

ქართული უცხოური