დენ ბილზერიანი $600.000 დოლარიან სანაძლეოს იგებს

პოკერის მოთამაშეები სანაძლეოს ყველაფერზე დადებენ - მათ არც ჩაჯდომებზე აქვთ პრობლემა და არც ზვიგენებით სავსე აკვარიუმში ჩაყვინთვაზე. როგორც 18 თებერვალს გახდა ცნობილი, დენ ბილზერიანსა და ბილ პერკინსს შორის დიდი სანაძლეო დაიდო, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ ფლეიბოის ლას ვეგასიდან ლოს ანჯელესამდე მანძილი ველოსიპედით უნდა დაეფარა. პერკინსთან დადებული ბეთის პარალელურად, ბილზერიანმა მსგავსი ბეთი სამანტა აბერნატისთანაც გააკეთა - ამ შემთხვევაში, იგივე პირობის შესრულება აბერნატის ევალებოდა. დენ ბილზერიანმა, სანაძლეო პირობისთვის მომზადებას თვენახევარი დაუთმო, რაც სატრენაჟორო დარბაზის რეგულარულ ვიზიტებსა და ინტენსიური ვარჯიშებში მდგომარეობდა. როგორც ის ამბობდა, ბავშვობის წლების შემდეგ, მას ველოსიპედთან არანაირი შეხება არ ჰქონია. 

ბილზერიანი, ვეგასიდან, 29 მარტს, დღის 3:30-ზე დაიძრა. გზად, მას, ნევადის შტატის პოლიცია მიჰყვებოდა. როგორც კულუარებიდან ხდება ცნობილი, მასსა და პერკინს შორის დადებული ბეთის თანხა $600.000 დოლარს აღწევდა. სანაძლეოს პირობები შემდეგი იყო: ბილზერიანს დათქმული პირობის შესასრულებლად 48 საათი ეძლეოდა და მისი განხორციელება მიმდინარე წლის 31 მარტამდე იყო შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დამარცხებულად ჩაითვლებოდა. თუ მას გზად სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნებოდა, რის გამოც მისი დაკავება გახდებოდა აუცილებელი, სანაძლეო გაუქმდებოდა. თუ მას პოლიცია გააჩერებდა და მნიშვნელოვან დროს დააკარგინებდა, დახარჯული დრო საერთო 48 საათს დაემატებოდა. რა თქმა უნდა, ველოსიპედზე ყოველგვარი ელექტრო, ან მოტორული მექანიზმის გამოყენება, სასტიკად აკრძალული იყო. 

პერკინსის გარდა, იგივე სანაძლეოში რიკ სალომონიც მონაწილეობდა, რომელმაც ბილზერიანის პირადი თვითმფრინავის წინააღმდეგ $250.000 დოლარი დადო. პოლიციის ესკორტის გარდა, ბილზერიანს, გულშემატკივრებით სავსე ავტობუსი და რამდენიმე სათადარიგო ველოსიპედი მიჰყვებოდნენ. როგორც ონლაინ მედია იუწყება, მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა. სანაძლეოსთვის სპეციალურად შექმნილი საიტის, 48hourbet.com-ის მიხედვით, ბილზერიანმა აღნიშნული სანაძლეოს მოსამზადებელ პერიოდში $125.000 დოლარი დახარჯა. 

ბილზერიანისგან განსხვავებით, პირობის შესასრულებლად, სამანტა აბერნატის 72 საათი ჰქონდა. დამატებითი 24 საათის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ აბერნატიმ, ბილზერიანთან დადებულ სანაძლეოს, თავი გაცილებით მკაცრ და შეზღუდულ პირობებში გაართვა თავი: მას არც არმსტრონგისგან მიუღია რჩევები, არც რამდენიმე ველოსიპედი გამოუყენებია, არც პოლიციას გაუცილებია და არც გულშემატკივრებით სავსე ავტობუსი გაჰყოლია. 

რუმები

ქართული უცხოური