SportAccord პოკერის სპორტად გამოცხადებას გეგმავს
პოკერი რომ ოლიმპიური სპორტის სახეობა არ გახდება, სრულიადნ ნორმალური და გასაგები ფაქტია, მაგრამ როგორც ჩანს, SportAccord-მა მაინც გადაწყვიტა პოკერის ერთ-ერთი თამაშის სპორტის ჭრილში განხილვა და მისთვის ახალი სტატუსის მინიჭება. SportAccord წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც უამრავი ოლიმპიური სპორტის სახეობის ტურნირის ორგანიზატორია. მისი მიზანია ნაკლებად პოპულარული, ან ახალი სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. როგორც სხვადასხვა ონლაინ პორტალები იუწყებიან, SportAccord გეგმავს IFP-ის (International Federation of Poker) Match Poker-ის სპორტად აღიარებას.
იმისთვის, რომ SportAccord-მა შეჯიბრის რომელიმე სახეობა სპორტად აღიაროს, ის რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს:
- სპორტის სახეობა უნდა შეიცავდეს შეჯიბრისა და პაექრობის ელემენტებს
- სპორტის სახეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იღბალზე
- სპორტის სახეობა არ უნდა აყენებდეს რისკის ქვეშ მისი მონაწილეების ჯანმრთელობას
- სპორტის სახეობა არ უნდა აყენებდეს ზიანს რომელიმე ცოცხალ არსებას
- სპორტის სახეობა არ უნდა იყენებდეს ისეთ აღჭურვილობას, რომელსაც მხოლოდ ერთი მწარმოებელი ჰყავს
რა თქმა უნდა, ამ ჩამონათავლიდან ყველაზე სახიფათო მეორე კრიტერიუმია, რაც იღბლის ფაქტორის გულისხმობს. შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის გამო, ტეხასური ჰოლდემი, ომაჰა და პოკერის სხვა პოპულარული სახეობები ფაქტიურად გამოირიცხება. მაგრამ Match Poker-ს საკმაოდ უნიკალური წესები აქვს, რაც იღბლის ფაქტორს თითქმის გამორიცხავს და მოთამაშეებს მხოლოდ საკუთარი გამოცდილების, ცოდნისა და უნარების იმედად ტოვებს.
რა არის Match Poker? ეს IFP-ის ერთ-ერთი ახალი გამოგონებაა, რაც გუნდურ თამაშს გულისხმობს: მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იკრიბებიან სათამაშოდ. მათი ყოველი წევრი განაწილებულია სხვადასხვა მაგიდაზე. მაგალითად: შეჯიბრში მონაწილეობა გადაწყვიტა 8 გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებულია 9-9 მოთამაშით. ყოველი გუნდის ნომერ პირველი მოთამაშე, 8 მაგიდაზე, იკავებს ნომერ პირველ ადგილს, მე-2 მოთამაშე შესაბამისად - მე-2 ადგილს და ა.შ. შეჯიბრის ყოველი მონაწილე თამაშს იწყებს თანაბარი ჩიპების რაოდენობთ. რეალური კარტების ნაცვლად, ისინი სათამაშო ხელებს ღებულობენ სპეციალური ციფრული მოწყობილობების საშუალებით. თუ პირველ მაგიდაზე მყოფი რიგით პირველი მოთამაშე ღებულობს A
A
-ის, მაშინ დანარჩენ მაგიდაზე მყოფი ყოველი პირველი მოთამაშე ღებულობს A
A
-ის. ყოველი დარიგების შემდეგ, თითოეული მოთამაშის ჩიპების რაოდენობა ჯამდება მისი გუნდის წევრების ჩიპების რაოდენობასთან, რომელსაც ენიჭება შესაბამისი ქულა. ამის შემდეგ, ყოველ მოთამაშეს ახალი სტეკი ეძლევა, ახალი დარიგების სათამაშოდ.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ეს სახეობა ჯერ არცისე ცნობილია, ჩინური კომპანია Alibaba Sports და Oceans Sports & Entertaiment აქტიურად ეწევიან მის პოპულარიზაციას. ჩინეთში პოკერი ან სხვა აზარტული თამაში არალეგალურად ითვლება, მაგრამ Match Poker იღბლის ფაქტორს ფაქტიურად გამორიცხავს, რის გამოც მისი აკრძალვა შეუძლებელია. როგორც აზარტული თამაშის ექსპერტები ამბობენ, Match Poker, ჩინეთში, შესაძლოა საკმაოდ პოპულარული გახდეს და თამაშის სრულიად განსხვავებული ხედვა გააჩინოს.





