ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა
ონლაინ პოკერის მიმოხილვას, რომელსაც 'ჯეოპოკერი' გთავაზობთ, ორი მიზანი აქვს: ვიცოდეთ ვინ არიან ონლაინ გრაინდერები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებში და დიდი ტურნირების ფინალურ მაგიდებზე არ ჩანან, მაგრამ მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ; და მეორე - დამწყებმა, ან მოყვარულმა პოკერის მოთამაშეებმა ნახონ თუ როგორია მსოფლიოს საუკეთესო პოკერისტების სვინგები, რა რაოდენობის დარიგებების თამაში უწევთ და რა თანხების დაკარგვა, თუ მოგება ახლავს თან ონლაინ გრაინდინგს.
გასულ კვირას საუკეთესო დენიელ w00ki3z კეიტსი იყო, რომელმაც 3.948 დარიგებაში $158.326 დოლარი მოიგო. სხვები, ვინც განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს აიზიკ ჰექსტონი (+$109.358) და ვიქტორ ბლომი (+$81.485) იყვნენ. წარუმატებელი აღმოჩნდა კვირა ალექსანდრ კოსტრიცინისთვის, რომლის ნახევარმილიონიანი აფსვინგი გასულ დღეებში დასრულდა. ამჯერად, 8.753 დარიგებაში, მან, $188.511 დოლარიანი მინუსი აჩვენა. უკანასკნელი 7 დღე ცუდი გამოდგა ბენ სალსკისთვის, რომელმაც $128.503 დოლარი დაკარგა. მინუსში აღმოჩდნენ ასევე დიმიტრი ურბანოვიჩი და ელიორ ზაიონი, რომლებმაც შესაბამისად - $127.480 და $97.408 დოლარი წააგეს.
22 მარტი 'პოკერსტარსზე' საშიში დღე გამოდგა: პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 და 8-გეიმსის $1.000/$2.000 მაგიდებს ვიქტორ ბლომმა შეუტია. როგორც HighStakesDB იუწყება, პირველ 76 დარიგებაში, სემი კელოპუროს წინააღმდეგ, შვედმა, $49.000 დოლარი მოიგო. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ ომაჰას მაგიდებზე, ბლომი BERRI SWEET-ს დაუპირისპირდა, რომელთანაც $131.000 დოლარიანი პლუსით ითამაშა. ამას მოჰყვა 8-გეიმსის $1.000/$2.000 ლიმიტის 10 საათიანი სესია, ალექსანდრ კოსტრიცინის წინააღმდეგ. სესიის პირველ ნახევარში, ბლომმა, $105.600 დოლარი მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში - $67.000. ერთ-ერთი დიდი დარიგება, რომელიც ბლომმა მოიგო, ასე განვითარდა:
8-გეიმსის პოტ-ლიმიტ ომაჰას ეტაპზე, $250/$500-ის პირობებში, კოსტრიცინმა ჯერ $1.500-მდე გაზარდა, ხოლო შემდეგ ბლომის $4.500 დოლარიან 3-ბეტს ქოლით უპასუხა. ფლოპზე T
A
9
ამოვიდა. ბლომის $6.000-იანი ბეთი, კოსტრიცინმა გაასწორა. თერნზე, მოთამაშეებმა, T
A
9
3
მიიღეს. ბლომმა კვლავ დადო, ამჯერად $16.500, რაზეც რუსმა კვლავ ქოლი გააკეთა. რივერზე ბორდი შემდეგნაირად გამოიყურება: T
A
9
3
6
. შვედი ამჯერად საკმაოდ მოზრდილ ბეთს, $53.998 დოლარს დებს, რაზეც რუსი მომენტალურად პასუხობს, მაგრამ ბლომის 8
7
6
4
-ის ჩვენების შემდეგ, იძულებულია საკუთარი ხელი შოუდაუნის გარეშე გადაყაროს.
მეორე დღეს, ბლომმა ხანმოკლე სესია გამართა აიზიკ ჰექსტონის წინააღმდეგ, რომელმაც შვედ მოთამაშეს $121.700 დოლარი მოუგო.
ამ დროისთვის, წლის ყველაზე წარმატებული მოთამაშე, $629.611 დოლარიანი პლუსით, ანდრეს არტინანოა, რომელსაც $403.455 დოლარით ბენ სალსკი მოსდევს. ნახევარმილიონიან მინუსში რჩება ალექს მილარი. მას ოდნავ ჩამორჩება დენიელ კეიტსი, რომელმაც წელს $274.051 დოლარი წააგო.





