'პოკერსტარსი' The Brain Project-ის სპონსორი ხდება

როგორც 18 მარტს Amaya Inc-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ირკვევა, 'ფულტილტისა' და 'პოკერსტარსის' მფლობელი კომპანია საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთვება და The Brain Project-ის ერთ-ერთ სპონსორად მოგვევლინება. The Brain Project - კანადური ნაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანიის, TELUS-ის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ტვინთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ჯანმრთელობის ნორმების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი გამოფენას დაეთმობა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო სკულპტორები და მხატვრები სხვადასხვა პერსპექტივიდან აღქმულ ადამიანის ტვინის ნაკეთობებს შემოგვთავაზებენ. 

Amaya მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არტისტთან, რონ ვაილდთან ითანამშრომლებს. ის ადამიანის ტვინის ციფრულ მოდელს შექმნის, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა პროცესებს გადის გონება პოკერის, ჭადრაკისა და სხვა ინტელექტუალურ თამაშებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას. აქციაში უკვე 50-მდე სხვადასხვა ჟანრის არტისტია ჩართული, სკულპტორები, მხატვრები, ვებ-დიზაინერები და ა.შ. მათ შორისაა ქუჩის გრაფიტის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი - Mr. Brainwash, მულტფილმების ილუსტრატორი გარი ტაქსალი, ტორონტოში აღიარებული მხატვარი სამარა შატერი და დიზაინერი კარიმ რაშიდი. 

გამოფენის შემდეგ, დამთვალიერებლებს, საუკეთესო 5 ნამუშევრის არჩევის საშუალება ექნებათ. გამარჯვებული ნამუშევრები კი აუქციონზე გაიყიდება, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად Baycrest Foundation-ს გადაერიცხება. Baycrest-ის საქველმოქმედო ფონდი უკვე მრავალი წელია ხანდაზმულ ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. "ჩვენ მოხარულები ვართ ასეთი ღონისძიების მხარდაჭერის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, - ამბობს Amaya Inc-ის დირექტორი, დევიდ ბააზოვი, - საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი უნდა შეიტყოს გონების ფსიქიკური და მექანიკური ჯანმრთელობისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. პოკერი საკმაოდ მხიარული, მაგრამ ამასთანავე სტრატეგიებზე, მათემატიკასა და შესაძლო მომავლის ვარაუდზე აგებული თამაშია, რომელიც გონების მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვს. ეს კი ტვინისთვის საუკეთესო ვარჯიშია, რომელიც მის გამართულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს."

 

რუმები

ქართული უცხოური