კანადელი 'a.urli' 'პოკერსტარსის' საიუბილეო Sunday Million-ს იგებს
კვირას, 20 მარტს, 'პოკერსტარსის' საიუბილეო Sunday Million ჩატარდა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს პოკერ-რუმზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ყოველკვირეული ტურნირის მეათე წლისთავს მიეძღვნა. ტურნირის ბაი-ინი $215 დოლარი იყო, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი $10.000.000. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი, მონაწილეების რაოდენობის პარალელურად გაიზარდა. ტურნირს მთლიანობაში 55.059 ენტრანტი ჰყავდა, აქედან 45.353 უნიკალური მონაწილე იყო, ხოლო გაკეთებული რე-ბაის რაოდენობამ 9.706 შეადგინა. გარანტირებული პრაიზპული $11.012 დოლარამდე გაიზარდა, რომელიც 8.208 მოთამაშეზე გადანაწილდა. მინიმალური გარანტირებული საპრიზო თანხა $311 დოლარს შეადგენდა.
16 საათიანი თამაშის შემდეგ, კანადელმა მოთამაშემ, ნიკით 'a.urli', საკუთარი სახელი მსოფლიო პოკერის ისტორიაში ჩაწერა, საიუბილეო Sunday Million-ის გამარჯვებულის ტიტულისა და $970.000 დოლარის მოპოვებით. აღსანიშნავია, რომ მომავალმა გამარჯვებულმა, საპრიზო თანხა, ოთხმრივი შეთანხმების შედეგად მიიღო, ხოლო $100.000 დოლარი სათამაშო დარჩა. უნდა ითქვას, რომ 'a.urli'-ის წინა დიდი მოგება, WCOOP-ის $320 ჰოლდემის ივენთის მეორე ადგილისთვის მიღებული $40.184 დოლარი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირის პრაიზპული კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა, ის მაინც ვერ ჩაითვლება 'პოკერსტარსის' ყველაზე დიდ და მასშტაბურ მოვლენად. დღემდე, ამ რეკორდის მფლობელი 'პოკერსტარსის' 2010 წლის WCOOP-ის მეინ ივენთია, რომლის საპრიზო ფონდმაც $12.215 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მის გამარჯვებულს, ამერიკელ ტაისონ მარკსს, პირველი ადგილისთვის $2.28 მილიონი შეხვდა.





