ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა
ონლაინ პოკერში მიმდინარე მოვლენების თვალსაზრისით, გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მუსტაფა კანიტმა ჯერ Sunday Supersonic და $48.000, ხოლო შემდეგ PokerStars-ის Sunday Million მოიგო, $177.229.79 დოლარით პირველი ადგილისთვის. რაც შეეხება თავად 'პოკერსტარს' - წინა კვირას, მსოფლიოს უდიდესი პოკერის ოპერატორი ნიუ ჯერსის შტატში დაბრუნდა. კარგ ამბებთან ერთად, პოკერს, თავისებური დაძაბულობა ახლავს თან, რაც დიდ წარუმატებლობებსა და გრანდიოზულ სვინგებს უკავშირდება. ვნახოთ რა ხდებოდა ონლაინ პოკერის ქეშ-გეიმებზე!
ერთი კვირის წინ, ალექსანდრ კოსტრიცინი 7 დღიანმა მოგებამ $209.263 დოლარი შეადგინა. როგორც ჩანს, რუსი გრაინდერის აპსვინგი ამ კვირაშიც გაგრძელდა - მისი უკანასკნელი კვირის შემოსავალმა, 9.420 დარიგებაში, $670.830 დოლარს გადააჭარბა. კვირა წარმატებული აღმოჩნდა დენი შტერნისთვისა და ბენ სალსკისთვის, რომლებმაც $437.688 და $213.923 დოლარი მოიგეს. მეორეს მხრივ, კვირის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე ტიმოფეი კუზნეცოვი გამოდგა, რომელმაც 8.357 დარიგებაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.
HighStakesDB-ის მონაცემებით, 11 მარტი განსაკუთრებულად დიდი მოგებებით გამოირჩეოდა: ბენ სალსკიმ - $205.400, ვიქტორ ბლომმა - $198.500, კუზნეცოვმა - $125.000 და მიკაელ ტურიცმა - $101.500 დოლარი მოიგეს.
14 მარტს, ორშაბათს, ალექსანდრ კოსტრიცინმა, რომელიც $240.000 დოლარიან დაუნსვინგზე იმყოფებოდა, 18 საათიანი სესიის განმავლობაში, 8-გეიმსის $1.000/$2.000 მაგიდებზე $747.000 დოლარი მოიგო. კუზნეცოვმა, იგივე სესიაზე, $457.000 დოლარი დაკარგა. ერთ-ერთი დიდი დარიგება, რომელშიც კოსტრიცინი მონაწილეობდა, ასე გამოიყურება: UTG-დან ბენ სალსკის ბეთს, 'ბატონიდან' კოსტრიცინის ქოლი, სმოლ ბლაინდიდან კუზნეცოვის რირეიზი და ბიგ ბლაინდიდან ვიქტორ ბლომის ქოლი მოჰყვა. მოწინააღმდეგეებთან შედარებით, სალსკის სტეკი მიზერული იყო, ამიტომაც მან ოლინი გააკეთა, რაზეც კოსტრიცინმა ქოლით, ხოლო კუზნეცოვმა რირეიზით უპასუხა. კუზნეცოვის $29.600 დოლარიან 5-ბეთი, დარჩენილმა ორმა მოთამაშემ, ქოლით მიიღო. K
Q
Q
ფლოპზე კუზნეცოვმა $10.500-მდე გაზარდა, ბლომმა დაფოლდა, ხოლო კოსტრიცინმა $21.385 დოლარიანი ოლინი გააკეთა. რა თქმა უნდა, კუზნეცოვის ერთადერთი სწორი არჩევანი ქოლი იყო.
თერნი და რივერი ორჯერ დაარიგეს: პირველ შემთხვევაში, მაგიდაზე, 6
6
, ხოლო მეორეზე 5
3
დაიდო. კუზნეცოვს ხელში Q
A
T
J
და შესაბამისად ფლოპზე აწობილი ტრიპსი აღმოაჩნდა, რაც კოსტრიცინის Q
K
9
3
-თან და ფულჰაუსთან ძალიან უკან იყო. რუს მოთამაშეს, ფულჰაუსმა, $138.415 დოლარიანი ბანკი მოუტანა.





