კრის რესლოკი WSOP-ის მე-8 ოქროს ბეჭედს იგებს

გასულ კვირას, Harra's Atlantic City-ის პირველი ივენთის გამარჯვებული კრის რესლოკი გახდა, $16.502 დოლარით პირველი ადგილისთვის. რესლოკს, პოკერში, საკმაოდ დიდი, ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. ერთ დროს, ის, WSOP-ის ოქროს ბეჭდების რაოდენობით, მსოფლიო რეკორდსმენი იყო. თუმცა, მისი რეკორდი 2013 წელს ალექს მასეკის მიერ იქნა გაუმჯობესებული. მას შემდეგ მასეკმა კიდევ ერთი ბეჭედი მოიგო და ამჟამად მათი რაოდენობა 9-მდეა ასული. მე-8 ბეჭდით, რესლოკი, ამჟამინდელ რეკორდსმენს კიდევ უფრო მიუახლოვდა და მდგომარეობის გაუმჯობესების დიდი შანსი მოიპოვა. 

"ასეთი სახის დაპირისპირება მართლაც ძალიან სახალისოა, - თქვა WSOP-ის წარმომადგენლებთან საუბრისას კრის რესლოკმა, - ბეჭდებისთვის ბრძოლა, ალბათ, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და მხიარული გამოწვევაა."

ნიუ ჯერსის მკვიდრმა, გამარჯვება 220 მოთამაშეს შორის, $365 დოლარიან ულიმიტო ჰოლდემის ტურნირზე მოიპოვა. ფინალური მაგიდა, პოკერის ფართო წრეებისთვის უცნობი მოთამაშეებით იყო დაკმოპლექტებული, თუმცა ერთი მათგანის ამოცნობა მაინც იყო შესაძლებელი - ბერნარდ ლი, რომელიც მე-6 პოზიციიდან გამოეთიშა თამაშს. 

რესლოკს 26 ცოცხალი ტურნირი აქვს მოგებული. პირველი სატურნირო მოგება 1996 წლის ივლისით თარიღდება. მისი ყველაზე დიდი ერთჯერადი მოგება 2005 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც მან Showboat Casino-ში, WSOP Circuit $10.000 Championship Event მოიგო, $335.235 დოლარით პირველი ადგილისთვის. HandonMob-ის მონაცემებით, მისმა უკანასკნელმა გამარჯვებამ, რესლოკის კარიერული სატურნირო მოგებები $1.934.054 დოლარამდე გაზარდა. 

რუმები

ქართული უცხოური