ბრაზილიაში შესაძლოა ონლაინ პოკერის ლეგალიზება მოხდეს

ბრაზილიაში, მძიმე ეკონომიკური კლიმატის ფონზე, შესაძლოა 186-ე კანონპროექტი, რომელიც ონლაინ პოკერის რეგულირების საკითხებს ეხება დადებითად განიხილონ, შედეგად კი ონლაინ პოკერის ლეგალიზებას მივიღებთ. 186-ე კანონპროექტი, ბრაზილიის წარმომადგენლობით პალატას ჯერ კიდევ 2015 წელს გადაეცა, როდესაც ბრაზილიის ნაციონალური განვითარების სპეციალურმა კომისია, მომავალი ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მომზადებული კანონი, რომელიც ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, სენატორმა კირო ნოგეირამ წარადგინა და მასზე ჯერ ბრაზილიის პარლამენტისა და შემდგომ პრეზიდენტის, დილმა რუსეფის თანხმობაა საჭირო. 

წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების მონახაზი წარმოადგინა, რაც აღნიშნული წამოწყების კანონად ქცევის იმედებს იძლევა. გარდა ონლაინ პოკერისა, ამ კანონის მიღების შემთხვავაში, ქვეყნის მასშტაბით ლეგალური იქნება სხვადასხვა აზარტული თამაში, როგორიცაა ბინგო, ონლაინ ლატარია და ტოტალიზატორების სისტემა. 

მიუხედავად წარმომადგენლობითი პალატის დადებითი რეაქციისა, სენატი და პრეზიდენტი დილმა რუსეფი, კანონპროექტის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამის მიზეზი უმრავლესობაში მყოფი, მუშათა პარტია და მათი კორუფციული მიდრეკილებებია. ბოლო პერიოდში, ბრაზილიის 3 მილიონამდე მოქალაქე, ქვეყნის 17 რეგიონში, პრეზიდენტ რუსეფის პოლიტიკას აპროტესტებდა და მას ქვეყნის ეკონომიკურ კრახში ადანაშაულებდა. მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს საპროტესტო აქციაში, რომელიც სან პაულოში გაიმართა, 1.4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. 

ქვეყნის ეკონომიკური 4%-ით შემცირდა, უმუშევრობის დონე იზრდება. ამ ყველაფრის პარალელურად, ბევრი ფიქრობს, რომ ონლაინ გემბლინგის ლეგალიზება აუცილებლობას წარმოადგენს. ეკონომიკური ექსპერტების აზრით, მხოლოდ ონლაინ პოკერის ლეგალიზებით, ქვეყნის ბიუჯეტში, ყოველწლიურად, $4 მილიონ დოლარამდე შევა. 

რუმები

ქართული უცხოური