ონლაინ პოკერის გასული კვირის მიმოხილვა - ბლომი თამაშს უბრუნდება, კოსტრიცინი საუკეთესოა
ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოვლენა, რაც გასულ კვირას ონლაინ პოკერის სამყაროში მოხდა, მუსტაფა კანიტის მიერ Sunday Supersonic-ის მოგება იყო, ჰაიპერ ტურბო ტურნირისა, რომლის პირველი ადგილისთვისაც კანიტმა $48.000 დოლარი მიიღო. რაც შეეხება 'პოკერსტარსზე' გამართულ დიდ ქეშ-გეიმებს: გასულ კვირას საუკეთესო იყო ალექსანდრ კოსტრიცინი, რომელმაც 47 სესიის განმავლობაში $209.263 დოლარი მოიგო. მას მოჰყვებოდნენ ტიმოფეი კუზნეცოვი, $134.767 დოლარით 1.468 დარიგებაში და Cobus83, $96.328 დოლარით 1.716 დარიგებაში.
მეორეს მხრივ, კვირის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე მაიკ გოროდინსკი იყო, რომელმაც 22 სესიის, 1.956 დარიგების განმავლობაში $175.965 დოლარი წააგო. დენიელ კეიტსის წარუმატებლობა ამ კვირაშიც გაგრძელდა - მან, 35 სესიაზე, $164.382 დოლარი დაკარგა.
როგორც უკვე ვთქვით, კვირის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ალექსანდრ კოსტრიცინი აღმოჩნდა, რომელმაც 8-გეიმსის $1.000/$2.000ლიმიტის ერთ-ერთ სესიაზე, ვიქტორ ბლომის, მაიკ გოროდინსკისა და რაფი ამიტის წინააღმდეგ თამაშისას, $192.300 დოლარი მოიგო. რაც შეეხება ბლომს: კოსტრიცინთან ჰედს-აპ თამაშის დროს, Isildur1-მა დღის უდიდესი ბანკი მოიგო. დარიგება ასე ვითარდებოდა: ბლომმა პოზიციიდან $1.500-მდე გაზარდა, რაზეც კოსტრიცინმა ქოლით უპასუხა. 9
K
4
ფლოპის შემდეგ, კოსტრიცინმა კვლავ ჩექ-ქოლი გააკეთა. თერნზე 3
დაიდო. კოსტრიცინი პასიურ თამაშს განაგრძობდა და ბლომის თერნზე გაკეთებული $5.500 დოლარიანი ბეთიც მშვიდად მიიღო. რივერზე A
დაიდო. კოსტრიცინმა კიდევ ერთხელ ითამაშა ჩექი. ბლომმა ამჯერად მთელი სტეკი მაგიდაზე შეიტანა, რაზეც კოსტრიცინმა ისევ უპასუხა. Isildu1-ის A
A
-ის ჩვენების შემდეგ ყველაფერი ნათელი იყო - ბლომმა $69.590 დოლარიანი პოტი მიისაკუთრა.
HighStakesDB-ის მონაცემების მიხედვით, გასული წლის ყველაზე წარმატებულმა ონლაინ გრაინდერმა, ვიქტორ ბლომმა აქტიური თამაში დაიწყო და ნელ-ნელა წინ მიიწევს. ხუთშაბათს, 8-გეიმსის $400/$800 ლიმიტზე, ბლომმა $130.000 დოლარი გამოიმუშავა. მართალია, შვედი მოთამაშე მხოლოდ ერთ მაგიდაზე იჯდა, მაგრამ მან 831 დარიგება ითამაშა ისეთების წინააღმდეგ, როგორებიც ამიტი, კუზნეცოვი და მიკაელ ტურიცი არიან. 8-გეიმსის თამაშისას, პოტ-ლიმიტ ომაჰას დარიგებაზე, შვედი დენიელ კეიტსსა და calvin7v-ის დაუპირისპირდა. ფლოპზე სამივე მოთამაშე ოლ-ინს აკეთებს და თერნის და რივერის ორჯერ დარიგებაზე თანხმდებიან. $111.000 დოლარიანი ბანკის ორივე ნაწილს კი ვიქტორ ბლომი A
A
-ის წყვილითა და ფულჰაუსით იგებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებული მოთამაშე კვლავაც ანდრეს არტინანოა, $638.827 დოლარით. დიდ მინუსში არიან ალექს მილარი და დენიელ კეიტსი, შესაბამისად - $559.989 და $407.077 დოლარით.





