WSOP Circuit Tbilisi 2016 დასრულდა

პოკერის კულტურა, საქართველოში, სულ რამდენიმე წელს ითვლის. მიუხედავად ამისა, ეს თამაში, ჩვენთან, არნახული პოპულარობით სარგებლობს და დღითიდღე უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. WSOP და WPT, საქართველოსთვის, უკვე უცხო აღარ არის. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების უნარებისა და გამოცდილების ნახვა, უკვე ინტერნეტის გარეშეც, რეალურ მაგიდასთან შეგვიძლია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დიდი ტურნირების ორგანიზატორები, პოკერის ქართველ მოთამაშეებს ნამდვილად ათამამებენ და საუკეთესო თამაშსა და ატმოსფეროს სთავაზობენ. 

თბილისური WSOP Circuit-ის ორგანიზატორი adjarabet.com იყო. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 25 იანვარს, თბილისს WSOP-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეკ ეფელი და 2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, ჯონათან დუჰამელი ესტუმრნენ. პოკერის ფესტივალი 3 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასზე WSOP-ის 7 ბეჭედი გათამაშდა, რომელიც პრესტიჟულობის თვალსაზრისით, WSOP-ის ოქროს სამაჯურის შემდეგ, რიგით მეორე ტიტულად შეიძლება ჩავთვალოთ. პოკერის ქართულ სერიებს ქვეყნის ასეულობით სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ლეგენდარული სტივ ო'დუაიერი, დენიელ კეიტსი, დომინიკ პანკა, დიმიტრი ურბანოვიჩი და 2008 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, პიტერ ისტგეითი იქცევდნენ. 

პირველი ღონისძიება WSOP Warm-up იყო, რომლის ბაი ინი $110 დოლარს შეადგენდა. დაბალი საფასურის გამო, ტურნირი საკმაოდ პოპულარული გამოდგა - მთლიანობაში ივენთზე 732 რეგისტრაცია და რე-ბაი დაფიქსირდა, რამაც $30.000 დოლარიანი გარანტირებული საპრიზო ფონდის გაორმაგება გამოიწვია. ტურნირის გამარჯვებული თურქი მოთამაშე, ოზგულ უსალი გახდა, $12.400 დოლარით პირველი ადგილისთვის.

პოტ-ლიმიტ ომაჰას გამარჯვებული ვიტალი ავანესიანი გახდა, რომელმაც, WSOP-ის ოქროს ბეჭედთან ერთად, $5.760 დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ომაჰას ტურნირის მე-6 პოზიცია სტივ ო'დუაიერმა დაიკავა, რომლისთვისაც მას $1.000 დოლარი შეხვდა. რამდენიმე წუთში, ო'დუაიერმა 'ტვიტერის' საშუალებით გულშემატკივრებს აუწყა, რომ ეს ყველაზე დაბალი თანხა იყო, რაც მას სატურნირო კარიერაში მოუგია. 

რამდენიმე ტურნირზე განცდილი უიღბლობის შემდეგ, სტივ ო'დუაიერმა მაინც გაიბრწყინა და $2.000 დოლარიანი WSOP Circuit Georgia High Roller მოიგო, რომლისთვისაც ლეგენდარულ მოთამაშეს $31.500 დოლარი ერგო. მართალია, მულტიმილიონერი მოთამაშის ბანკროლისთვის ასეთი თანხა დიდ ცვლილებებს არ იწვევს, მაგრამ ამ ივენთის მოგებით, 'ოდუაიერის კარიერაში პირველი WSOP-ის ბეჭედი გაჩნდა. 

7 ოქროს ბეჭდიდან, 2 საქართველოში დარჩა!  4 მარტს დაიწყო Adjarabet Championshi - მასშტაბურობის მიხედვით, მეინ ივენთის შემდეგ რიგით მეორე ტურნირი, რომელზეც, საერთო ჯამში 729 რეგისტრაცია და რე-ბაი გაკეთდა, ხოლო საპრიზო ფონდმა $218.700 დოლარი შეადგინა. სწორედ ამ ივენთის მოგებამ მოუტანა ბაჩანა შენგელიასა და საქართველოს პირველი WSOP-ის ოქროს ბეჭედი. შენგელიას, პირველი ადგილისთვის, $43.740 დოლარი ერგო. უნდა ითქვას, რომ ივენთის გამარჯვებული და WSOP-ის პირველი ბეჭდის ქართველი მფლობელი, პოკერის ქართულ სერიებზე $5 დოლარიანი ონლაინ სატელიტის საშუალებით მოხვდა. რიგით მეორე ბეჭედი, WSOP Blowout-ზე, ირაკლი ცანავამ მოიგო, $13.000 დოლარით პირველი ადგილისთვის.

თბილისური პოკერის ფესტივალის მთავარი ღონისძიება, რომლის ბაი-ინი $1.100 დოლარს შეადგენდა, 6 მარტს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო. ტურნირზე პირველ დღეს 170, ხოლო მეორე დღეს 190 მოთამაშე დარეგისტრირდა. ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი ბრაიან სენი გახდა, რომელმაც ფინალური მაგიდა საკმაოდ სუსტი სტეკით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ წარმოუდგენლად იღბლიანი და დამაჯერებელი თამაში აჩვენა. პირველი ადგილისთვის განკუთვნილი $85.000 დოლარისა და WSOP-ის ბეჭდის გარდა, ამერიკელმა მოთამაშემ WSOP Global Casino Championship-ში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი $1.000.000 დოლარს შეადგენს. ფინალური მაგიდის საპრიზო ადგილებზე ქართველი მოთამაშეები - გიგა ავსაჯანიშვილი ($38.743), ირაკლი პაპინაშვილი (28.776) და ანზორ ლობჟანიძე ($21.692) გავიდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური