დენიელ ნეგრანუ დონალდ ტრამპის პენისის სანახავად $100.000 დოლარს იხდის

როგორც ჩანს, კანადელი მოთამაშე დანებებას არ აპირებს! დაახლოებით ერთი კვირის წინ დენიელ ნეგრანუმ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. 'პოკერსტარსის' სახე თავისი სიტყვების დასადასტურებლად დიდი ბეთის გაკეთებასაც გეგმავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნეგრანუმ უკვე მიიღო ამერიკის მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს - შესაბამისად, როგორც ამომრჩეველს, საკუთარი ინტერესების დაცვა სურს და რესპუბლიკელების მხრიდან სწორი კანდიდატის წარდგენას ითხოვს. 

4 მარტს კი, ლეგენდარულმა მოთამაშემ, საპრეზიდენტო კანდიდატზე ახალი შეტევა მიიტანა. ისტორია ასე ვითარდებოდა: მარკო რუბიოს განცხადებით (იხილეთ ვიდეო), დონალდ ტრამპი მას ხშირად little Marco-ს ეძახის, რაც მათ სიმაღლეებს შორის განსხვავებას უსვამს ხაზს. რუბიოს თქმით, ტრამპი მართლაც 188 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მაგრამ საკმაოდ დაბალი ადამიანის ხელები აქვს. აქ კი რუბიომ რიტორიკული კითხვა დასვა: "რას ამბობენ ადამიანზე, ვისაც პატარა ხელები აქვს?" რა თქმა უნდა, პასუხი, რომელიც ყველას თავში მოუვა, საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რუბიომ, ვულგარულობისა და ეთიკური ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, თავადვე უპასუხა დასმულ კითხვას - "ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება."

მარკო რუბიოს კითხვას, ადრესატი მაშინვე გამოეხმაურა - "მე 'ქვემოთ' არანაირი პრობლემა არ მაქვს", - პასუხობს დონალდ ტრამპი. როგორც ჩანს, ტრამპის პასუხში დენიელ ნეგრანუმ შეიტანა ეჭვი. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს, 'პოკერსტარსის' სახე სიმართლის დამტკიცებას სთხოვს და სანაცვლოდ მზადაა, ტრამპის მიერ არჩეულ ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდში $100.000 დოლარი გადარიცხოს. 

რუმები

ქართული უცხოური