ინდოეთში StarsPoker-ის ტურნირი პოლიციამ დაარბია

სულ რამდენიმე თვის წინ, ბენგალურუს უმაღლესმა სასამართლო საბჭომ, პოკერი, უნარებსა და ცოდნაზე დაფუძნებულ თამაშად სცნო. შესაბამისად, რეგიონში უამრავი კაზინო გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას პოკერის ტურნირებსა და ქეშ-გეიმებს სთავაზობს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, პოკერისადმი დამოკიდებულება ინდოეთში კვლავაც ნეგატიური რჩება. StarsPoker ქვეყნის ერთ-ერთ მასშტაბურ ონლაინ ოპერატორს წარმოადგენს, რომელიც თამაშის მოყვარულებს, ლაივ ტურნირებსაც სთავაზობს. 

10 თებერვალს, StarsPoker-ის ტურნირების სერიის პირველი ივენთი გაიმართა, რომელზეც 75 მონაწილე დარეგისტრირდა. 60 მათგანი ჯერ კიდევ აქტიურ თამაშში რჩებოდა, როდესაც კაზინოში პოლიცია გამოჩნდა და ტურნირის მონაწილეები გარეთ გაიყვანა. "სამწუხაროდ,  StarsPoker-ის სერიების გაუქმების შესახებ უნდა შეგატყობინოთ, - ასე მიმართა მოთამაშეებს კაზინოს მფლობელმა, რაჯევ რაუტმა, - მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ თამაშს და ჩვენს სერიებს გულშემატკივრობდა."რაჯევ რაუტსა და მის პარტნიორს, კრიშნა ჯის, ინდოეთის პოკერის ასოციაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და სასამართლოს მიერ თამაშისადმი სტატუსის შეცვლის შემდეგ, შიშის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდათ, მაგრამ პოლიციის მიერ ჩატარებულმა რეიდმა ყველაფერი შეცვალა. 

გასულ წელს, ჯაიანაგარდში არსებულ Rockets Poker Room-სა და ბასანავაგუდიში მდებარე House Of Kard-საც იგივე პრობლემები შეექმნათ, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ კაზინოებს პოლიციის რეიდი შეეხოთ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, Rockets Poker Room-ში ჩატარებული რეიდი არალეგალური აზარტული თამაშების გამოაშკარავებასა და აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. კაზინოში 20-მდე პირი დააკავეს, რომლებსაც ფული და სხვა პირადი ნივთები ჩამოართვეს. House Of Kard-ის ფუნქციონირება კი სრულიად შემთხვევით შეფერხდა - იგივე შენობაში, სადაც კაზინო მდებარეობდა, არალეგალური ბილიარდისა და სნუკერის თამაშები იმართებოდა. პოლიციის შენობაში შეჭრის მიზეზიც ეს გახდა, თუმცა გარკვეულწილად კაზინოს საქმიანობასაც შეეშალა ხელი. 

რუმები

ქართული უცხოური