რა უპირატესობები აქვს Team PokerStars Pro-ს წევრს

გარდა იმისა, რომ 'პოკერსტარსი' მსოფლიოს უდიდესი ონლაინ ოპერატორია, ის ყველა კონტინენტის საუკეთესო პროფესიონალებს აერთიანებს. 'პოკერსტარსის' პროფესიონალთა გუნდში წლების განმავლობაში შეიძლებოდა ისეთი სახელების პოვნა, როგორიცაა: ბარი გრინშტაინი, დენიელ ნეგრანუ, ვანესა სელბსტი, ვანესა რუსო, ჯო ჰეშემი, კრის მანიმეიკერი... ერთ-ერთი ყურადსაღები ფაქტი ისიცაა, რომ 'პოკერსტარსი' მსოფლიო ჩემპიონების - WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულებსაც აერთიანებდა, სადაც ჯო ჰეშემისა და კრის მანიმეიკერის გარდა, გრეგ რეიმერი, ჯონათან დუჰამელი, ჯო კადა და სხვები შედიოდნენ. 

პოკერ-რუმსა და მოთამაშეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების უმეტესობა, როგორც წესი, კონფიდენციალურია, მაგრამ გარკვეული ასპექტების აღმოჩენა, წლების განმავლობაში დაგროვილი ინტერვიუების მიხედვით, მაინცაა შესაძლებელი. 

რთული გამოსაცნობი არაა, რომ 'პოკერსტარსის' პროფესიონალთა გუნდის წევრობას, დამსახურება სჭირდება და ამასთანავე, ეს სტატუსი, მოთამაშეებს უამრავ ბენეფიტსაც სთავაზობს. პირველ რიგში, მოთამაშე, რომელიც Team PokerStars Pro-ს წევრი ხდება, ასოცირდება პოკერისა და ზოგადად ონლაინ გემბლინგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ონლაინ ოპერატორის სახე. მის ფოტოებს იყენებენ პოკერ-რუმის სარეკლამო აქციებში, ტურნირებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. ეს ყველაფერი კი მოთამაშეს კიდევ უფრო წარმატებულ და ცნობად პერსონად აქცევს. 

'პოკერსტარსის' პროფესიონალების ცნობა, ონლაინ მაგიდებზე, ადვილადაა შესაძლებელი - თუ თქვენ რომელიმე მოთამაშეს სახელით, ან სურათით ვერ ცნობთ, მათ ნიკზე გამოსახული სპეციალური სიმბოლო ადვილად მიგანიშნებთ, რომ ამ მოთამაშის სპონსორი თავად 'პოკერსტარსია'. ის ფაქტი, რომ პოკერ-რუმი რომელიმე მოთამაშეს ასპონსორებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ მოთამაშეს საკუთარი ბანკროლი არ გააჩნია და ყოველი ტურნირისა და ქეშ-გეიმის საფასურს რუმი უხდის. ყოველ მათგანი ვალდებულია ნებისმიერი თამაშისთვის დაწესებული თანხა საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც კონტრაქტის პირობებზეა დამოკიდებული. 

კიდევ ერთი უპირატესობა, რომელიც Team PokerStars Pro-ს წევრებს აქვთ, მასშტაბურ ტურნირებზე დასასწრები მოსაწვევებია. ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი კონტრაქტის პირობებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, პოკერ-რუმმა, ზოგიერთი მათგანის მგზავრობა, დაზღვევა, ძვირადღირებული სასტუმროები და სხვა ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს. გარდა მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯებისა, 'პოკერსტარსი', რიგ შემთხვევებში თავად ტურნირის საფასურსაც იხდის, ხოლო მოგების შემთხვევაში, მოთამაშე უფლებამოსილია შემოსავალი დაიტოვოს, როგორც ის მოიქცეოდა ნებისმიერ სხვა შემთხვევაში. გარდა ამ ყველაფრისა, 'პოკერსტარსის' პროფესიონალთა გუნდის წევრებს აქვთ ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასები. ამის სანაცვლოდ ისინი ვალდებულნი არიან, პერიოდულად, დაბალ ან საშუალო ლიმიტებზე ითამაშონ და პოკერ-რუმის სხვა რიგით მომხმარებლებთან კომუნიკაციაში შევიდნენ. 

თუ რომელიმე ცნობილი მოთამაშე, რომელიც ერთ სესიაზე ათიათასობით დოლარს იგებს და აგებს, უმდიდრეს ადამიანად წარმოგიდგენიათ, თქვენ ცდებით. როგორც თქვენ, ისე მათაც აქვთ დაუნსვინგები, ტილტი, ფსიქოლოგიური პრობლემები და ა.შ. ამის სადემონსტრაციოდ უამრავი მოთამაშე გამოდგება - სტუ ანგარიდან დაწყებული, გას ჰენსენითა და ჟან-რობერ ბელანით დამთავრებული. ფინანსური რისკები ნებისმიერ აზარტულ თამაშს თან ახლავს და მოთამაშისთვის, რეგულარუ სოლიდურ ანაზღაურებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ ხდებიან ფინალური მაგიდების მონაწილეები, მეინ ივენთების გამარჯვებულები და უბრალოდ ჰაიროლერები სხვადასხვა პოკერ-რუმების სახეები და წარმომადგენლები. 

ასეთი უპირატესობების სანაცვლოდ, 'პოკერსტარსის' სახეები ვალდებულები არიან პოკერ-რუმის სახელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ოფიციალურ ღონისძიებაზე წარადგინონ, ატარონ სპეციალური მაისურები, ან სტიკერები, რომლებიც ტანსაცმელზე მაგრდება; წერონ ბლოგები, მისცენ ინტერვიუები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტურნირებში, რომელზე დასწრებასაც თავად მოთამაშე არ გეგმავდა; ატარონ ონლაინ სემინარები და ა.შ. 

რუმები

ქართული უცხოური