გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები

წინა კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რა თქმა უნდა, 'პოკერსტარსისა' და 'ფულტილტის' გაერთიანება იყო. ერთ დროს, სანამ მსოფლიოს "შავი პარასკევის" ტალღა გადაუვლიდა, 'ფულტილტი' ჰაი სტეიკს გრაინდერების სახლად ითვლებოდა. ეს იყო ადგილი, სადაც მოთამაშეებს წარმოუდგენლად მაღალ ლიმიტებზე თამაში შეეძლოთ, სადაც მილიონდოლარიანი სვინგები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 'ფულტილტზე' განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი, პოკერ-რუმის პოპულარობა თანდათან დაეცა, ჰაი სტეიკს გრაინდინგმა კი 'პოკერსტარსზე' გადაინაცვლა. Amaya Inc-ის წარმომადგენლები, ორი საიტის გაერთიანებით, 'ფულტილტის' გამოცოცხლებისა და 'პოკერსტარსის' გაუმჯობესების შესაძლებლობას ხედავენ. 

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა, რაც გასულ კვირას მოხდა, Winamax-ზე დაშვებული შეცდომა იყო. მოთამაშემ, ნიკით Le-requin34, საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე €1.546.522 იდო. მოთამაშემ, მისი მილიონერად ქცევის აღსანიშნად, საიტზე რამდენიმე ბეთი გააკეთა და €8.900 ევრო გამოიატანა. თუმცა, მისი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. Winamax-ის ადმინისტრაციამ მალევე აღმოაჩინა შეცდომა. როგორც ირკვევა, მოთამაშეს €1.546.522 ევროს ნაცვლად, სულ რაღაც €1.82 ევრო უნდა ჩარიცხვოდა. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ, Le-requin34-ს, შექმნილი გაუგებრობისგან მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად  €1.000 შესთავაზა, მოთამაშემ უარი განაცხადა როგორც კომპენსაციაზე, ისე €8.900 ევროს დაბრუნებაზე. 

პოკერი რომ სულ უფრო ვითარდება და რთულდება, ამაზე აღარვინ კამათობს. ულიმიტო ჰოლდემისა და პოტ-ლიმიტ ომაჰას მაგიდები პროფესიონალი გრაინდერებითაა სავსე. ამიტომაც გაჩნდა მოთხოვნა - ახალი, ან ნაკლებად ცნობილი თამაშების პოპულარიზაციაზე, ისეთები როგორიცაა ჩინური პოკერი, სტადისა და რაზის სხვადასხვა სახეობები. ახალი ტენდენციის კვალდაკვალ, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ფილ აივისა და ტომ დუანის მიერ შექმნილი თამაში 6+ჰოლდემი, რომლის ექსპლოატაციაში გაშვება iPoker Network-მა დააანონსა. თამაშის წესების ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში იქნება შესაძლებელი

რაც შეეხება უშუალოდ ონლაინ პოკერის მაგიდებზე მიმდინარე მოვლენებს: გასული კვირის საუკეთესო მოთამაშე "RaulGonzales" გახდა, რომელმაც 2.658 დარიგებაში $166.022 დოლარის მოგება შეძლო. მას მიჰყვებოდნენ "DANMERRRRRRR" - $87.206 დოლარით 1.561 დარიგებაში და სემი კელოპურო - $76.532 დოლარით 298 დარიგებაში. კვირის ყველაზე წამგებიან მოთამაშეებს შორის ჟან-რობერ "Jaqueline" ბელანი და ჯეისონ მერსიერი აღმოჩდნენ, შესაბამისად - $96.422 და $57.780 დოლარიანი დანაკლისით. მიმდინარე წლის ყველაზე მომგებიანი მოთამაშეების სიას, სათავეში, ანდრეს "Educa-p0ker" არტინანო, "Cobus83" და ბენ სალსკი უდგანან. წარუმატებელ მოთამაშეებს შორის კი, მოწინავე პოზიციებზე, ალექს მილარი, დენიელ კეიტსი და "candela2005" მოხვდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური