EPT Dublin-ის ჰაიროლერ ივენთს სემუელ პანზიკა იგებს

2016 წლის EPT Dublin-ის ჰაიროლერ ივენთზე, რომლის ბაი-ინი €10.300 ევროს შეადგენდა, ფინალურ დღეს, 185 ენტრანტიდან მხოლოდ 13 დარჩა. საპრიზო ფონდი პირველ 27 მონაწილეზე ნაწილდებოდა, ამიტომაც მოთამაშეების მთავარი მიზანი არა ფულში შესვლა, არამედ პირველი ადგილი იყო. გადამწყვეტი დღე სერგეი ლებედევის ჩიპლიდით დაიწყო. თუმცა რუსი მოთამაშის ნაცვლად, ტურნირის გამარჯვებული ამერიკელი სემუელ პანზიკა გახდა, რომელმაც €375.770 ევრო მოიგო. უნდა ითქვას, რომ სერგეი ლებედევმა, რამდენიმე დღით ადრე, €10.200 ევროიანი Single Day High Roller-ის ტურნირი მეათე პოზიციაზე დაამთავრა. ამჯერად კი, მან, მესამე ადგილამდე მიაღწია. 

ფინალური დღის შორტ სტეკი დიეგო ვენტურა იყო, რომელმაც თავდაპირველად AA-ით რაიან რისის 77-ის წინააღმდეგ გაორმაგება მოახერხა, მაგრამ ზუსტად შემდეგ დარიგებაზე, QQ-ით ლებედევის AT-ის წინააღმდეგ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მე-12 ადგილი EPT-ის რეგულარს, სემ ჩარტიერს შეხვდა. ფრანგული წარმოშობის კანადელმა მოთამაშემ, J6-ით ბიგ ბლაინდის დაცვა გადაწყვიტა და ფლოპზე მეორე წყვილი დაჭერის შემდეგ, ოლ ინი გააკეთა. გერმანელმა აკინ ტუნამ დომინანტი TT-ით მაშინვე მიიღო კანადელის ოლ ინი და მისი სტეკი მიისაკუთრა. ამის შემდეგ, ტუნამ, თანამემამულე, კრისტოფ ვოგელსგანგი გაისტუმრა სახლში. გერმანელთან შებრძოლება, ამჯერად, ჯერი ოდინმა გადაწყვიტა, თუმცა მანაც უშედეგოდ. ოდინმა ტურნირი მე-10 პოზიციაზე დაასრულა. 

სემუელ პანზიკას სტეკი მნიშვნელოვნად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამერიკელმა ოთხმხრივ ბანკში ჯიბის 44-ით, ფლოპზ სეტი მიიღო. მისი მსხვერპლი სერგეი ლებედევი გახდა, რომელმაც პანზიკას ოლ ინს TT-ით უპასუხა, მაგრამ ვერ გაუმჯობესდა. მე-9, მე-8 და მე-7 ადგილები როკო პალუმბომ, უილიამ არუდამ და ტიმოთი ადამსმა გადაინაწილეს. 2013 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული რაიან რისი დუბლინის EPT ჰაი როლერზე უკვე მეორედ შევიდა ფულში - პირველი რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული €10.200 ევროიანი Single Day High Roller-იყო, სადაც რისმა მე-13 ადგილი დაიკავა. ამჯერად, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 77--ით ოლ ინის შემდეგ, დავიდი კიტაიმ 88-ით, მე-6 პოზიციიდან გამოთიშა თამაშს. 

რისის მაგიდიდან გაგდებისა და სტეკის გაუმჯობესების მიუხედავად, შემდეგი მსხვერპლი სწორედ დავიდი კიტაი იყო. ბელგიელი მოთამაშე, ფინალურ მაგიდას, ამჯერადაც აკინ ტუნამ გამოთიშა, რომელმაც აგრესორის A7-ის წინააღმდეგ A6-ით ქოლი გააკეთა და რივერზე სტრეიტი მიიღო. მე-4 ადგილი ამერიკელ ემილ პატელს შეხვდა, რომელიც თანამემამულესთან, მომავალ გამარჯვებულთან დამარცხდა. 

ფინალურ სამეულში, შორტ სტეკის სტატუსი რუს სერგეი ლებედევს ერგო, რომელმაც 24 ბიგ ბლაინდი ზედმატად მცირე სტეკად მიიჩნია და 'ბატონიდან' 33-ით ბლაინდებზე შეტევა მიიტანა, მაგრამ სმოლ ბლაინდიდან მას პანზიკა დახვდა, 99-ით ხელში. ფლოპზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, შესაბამისად - გამარჯვება დომინანტ ხელს დარჩა. რუსი შინ €184.650 ევროთი მდიდარი დაბრუნდა. 

ჰედს-აპზე დარჩენილმა პანზიკამ და ტუნამ მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამერიკელს €310.000 ხოლო გერმანელს €290.000 ევრო შეხვდებოდათ. სათამაშოდ კი €55.000 ევრო და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული დაიტოვეს. დაწინაურების მიუხედავად, გერმანელმა, პოზიციები მალევე დათმო და 2:1 ანდერდოგი აღმოჩნდა. გადამწყვეტ დარიგებაზე, ფლოპზე KKK დაიდო. გერმანელმა სამივე ბეთინგ რაუნდზე, JT-ით მძიმე შეტევა განახორციელა. რივერზე T დაიოდა, რაც ტუნას ფულ ჰაუსს აძლევდა. ამჯერად მან ოლ ინი გააკეთა, რაზეც ამერიკელმა მომენტალურად უპასუხა და K5 გადმოატრიალა. 

 

თეგები
პოკერი EPT EPT Dublin

რუმები

ქართული უცხოური