კრის მანიმეიკერი Global Poker League-ის შესახებ
წლის დასაწყისში, GPL-მა (Global Poker League) იმ 12 გუნდისა და მათი მენეჯერების ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2016 წლის პოკერის ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი გუნდის მენეჯერი, 2003 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული, კრის მანიმეიკერი იქნება, რომელმაც GPL-თან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის, პოკერის ლიგაზე, Las Vegas Moneymakers-ს წარადგენს. 25 თებერვალს კი, საკუთარი გუნდების შემადგენლობებს მარკ-ანდრე ლედუსერი (გუნდიდან Montreal Nationals) და ფარაზ ჯაკა (გუნდიდან San Francisco Rush) გამოაცხადებენ.
როგორც Mediarex Sports & Entertaiment-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, გუნდის მენეჯერებს საკუთარი გუნდების მონაწილეთა დასარეგისტრირებლად, ვადა 12 თებერვლამდე მიეცათ. ასე რომ, ყოველი მათგანი, მათ შორის კრის მანიმეიკერიც, გუნდის დაპროექტებითაა დაკავებული. "სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ნაკრები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მყავდა შეკრებილი, - ამბობს მანიმეიკერი, - სამი მოთამაშე შერჩეული იყო, მაგრამ GPL-მა მაშინ პაუზა აიღო. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა - როგორც ფორმატი, ისე თავად პოკერის ლიგა. თუ ის მოთამაშეები, რომლებიც ერთი წლის წინ შევკრიბე, კვლავაც გამოთქვამენ თამაშის სურვილს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოსარკვევია."
"ჩემ გუნდში ისეთი მოთამაშეები მოხვდებიან, რომლებსაც მხოლოდ გამარჯვება აინტერესებთ, - განაგრძო მსოფლიო ჩემპიონმა, - მე მჭირდება მოთამაშე, რომელიც GPI-ის სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა, ისეთი ადამიანებითაც ვარ დაინტერესებული, რომლებიც უმაღლეს ლიმიტებზე არ თამაშობენ, ყავთ ოჯახი, აქვთ დისციპლინა და საკუთარი თავის იმედი - ნამდვილი გრაინდერები, რომლებიც ნელა, მაგრამ სტაბილურად მიიწევენ წინ."
კრის მანიმეიკერის დაინტერესების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ის GPL-ის ერთ-ერთ თანაინვესტორად გვევლინება, - "პოკერის ინდუსტრიაში თითქმის ყველაფერთან მქონია შეხება, მაგრამ ვფიქრობ, რომ Global Poker League მომავლის თამაშია. ერთადერთი საშუალება, რომლითაც ადამიანები კვლავ ინტერესით მიუსხდებიან ტელეეკრანებს, ძვირადღირებული ქეშ გეიმების გარდა, სწორედ GPL-ია."